Facebook Twitter

28 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1332 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ა(ა)იპ თბილისის # 52-ე, მე-17, 75-ე, მე-14, 36-ე, 206-ე, 185-ე, 163-ე, 169-ე, 71-ე, 25-ე, 54-ე, 160-ე, 210-ე და 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღები; (მოპასუხეები, შეგებებული მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ანაზღაურებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ თბილისის # 52-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), მე-17 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 75-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), მე-14 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 36-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 206-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 185-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეშვიდე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 163-ე(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მერვე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 169-ე(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეცხრე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 71-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეათე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 25-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეთერთმეტე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 54-ე(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეთორმეტე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 160-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეცამეტე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი), 210-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეთოთხმეტე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი) და 31-ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეთხუთმეტე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი) საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს ,,ე–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, 1-ლი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

გარიგების საგანი იყო, პირველ შემთხვევაში 261, მეორეში 161, მესამეში 263, მეოთხეში 265, მეხუთეში 266, მეექვსეში 268, მეშვიდეში 398, მერვეში 415, მეცხრეში 434, მეათეში 471, მეთერთმეტეში 493, მეთორმეტეში 501, მეცამეტეში 537, მეთოთხმეტეში 540 ხოლო მეთხუთმეტე შემთხვევაში - 635 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

1.1. სახელშეკრულებო ღირებულება პირველიდან მეთხუთმეტე კონტრაჰენტის შემთხვევაში შეადგენდა შემდეგ თანხებს:

პირველი - 65 732.85 ლარი, მეორე - 65 732.85 ლარი, მესამე - 66 236.55 ლარი, მეოთხე - 66 740.25 ლარი, მეხუთე - 66 992.10 ლარი, მეექვსე - 67 495.80 ლარი, მეშვიდე - 100 236.3 ლარი, მერვე - 104 517.75 ლარი, მეცხრე - 109 302.90 ლარი, მეათე - 118 621.35 ლარი, მეთერთმეტე - 124 162.05 ლარი, მეთორმეტე - 126 176.85 ლარი, მეცამეტე - 135 243.45 ლარი, მეთოთხმეტე - 135 999. 00 ლარი, ხოლო მეთხუთმეტე მოპასუხის შემთხვევაში - 159 924.75 ლარი.

მიმწოდებელი ვალდებული იყო 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, უზრუნველეყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა, შეთანხმების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით (იხ. შეთანხმების 4.1.1 პუნქტი).

1.2. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებას პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები შეამოწმებდნენ (იხ. შეთანხმების 6.1 და 6.3 პუნქტები).

1.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, წარმოქმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% მოცულობით (იხ. შეთანხმების 8.1 პუნქტი).

1.4. მიმწოდებელთან ანგარიში ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში გასწორდებოდა (იხ. შეთანხმების 9.2 პუნქტი).

1.5. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილებისას, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა იქნებოდა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა იქნებოდა 40%, მარილი 0.5-1.5%. პროდუქტი დაჭრის დროს არ უნდა დაფშვნილიყო. შემადგენლობაში არ უნდა ჰქონოდა მავნე ქიმიური ელემენტები.

მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრული მოთხოვნები; უნდა ყოფილიყო შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში.

2.1. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარით), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;

2.2. მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

2.3. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის მინიმუმ 40%;

2.4. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

3. ყველა დამოუკიდებელი ხელშეკრულების N1 დანართის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად:

3.1. თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა დაფშხვნილიყო. რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%.

შემადგენლობაში არ უნდა ყოფილიყო მავნე ქიმიური ელემენტები, მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი); უნდა მიწოდებულიყო შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში.

3.2. პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული, სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი;

3.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

3.4. მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის არანაკლებ 40%;

3.5. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

4. მხარეებს შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) შემდეგი საბანკო გარანტიები:

4.1. საბანკო გარანტია #BB.14.09/126, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - პირველი მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2005 ლარს.

4.2. საბანკო გარანტია #BB.14.09/84, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეორე მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2005 ლარს.

4.3. საბანკო გარანტია #BB.14.09/73, სადაც პრინციპალია - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მესამე მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2020 ლარს.

4.4. საბანკო გარანტია #BB.14.09/02, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეოთხე მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2036 ლარს.

4.5. საბანკო გარანტია #BB.14.09/101, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეხუთე მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2043 ლარს.

4.6. საბანკო გარანტია #BB.14.09/198, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეექვსე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 2059 ლარს.

4.7. საბანკო გარანტია #BB.14.09/16, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეშვიდე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3057 ლარს.

4.8. საბანკო გარანტია #BB.14.09/159, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მერვე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3 188 ლარს.

4.9. საბანკო გარანტია #BB.14.09/161, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეცხრე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3 333 ლარს.

4.10. საბანკო გარანტია #BB.14.09/104, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეათე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3 618 ლარს.

4.11. საბანკო გარანტია #BB.14.09/42, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეთერთმეტე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3 787 ლარს.

4.12. საბანკო გარანტია #BB.14.09/06, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეთორმეტე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 3 848 ლარს.

4.13. საბანკო გარანტია #BB.14.09/158, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეცამეტე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 4 125 ლარს.

4.14. საბანკო გარანტია #BB.14.09/165, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეთოთხმეტე მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 4 148 ლარს.

4.15. საბანკო გარანტია #BB.14.09/43, პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი - მეთხუთმეტე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს 4 877 ლარს.

5. მხარეებს შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით - პირველ მოპასუხის შემთხვევაში - 9953.55 ლარია, მეორე მოპასუხის შემთხვევაში - 10 698.15 ლარია, მესამე მოპასუხის შემთხვევაში - 10 789.40 ლარია, მეოთხე მოპასუხის შემთხვევაში - 11 143.45 ლარია, მეხუთე მოპასუხის შემთხვევაში - 11 734.75 ლარია, მეექვსე მოპასუხის შემთხვევაში - 10 720.05 ლარია, მეშვიდე მოპასუხის შემთხვევაში - 17 640.45 ლარია, მერვე მოპასუხის შემთხვევაში - 7 625.85 ლარია, მეცხრე მოპასუხის შემთხვევაში - 21 637.20 ლარია, მეათე მოპასუხის შემთხვევაში - 20 056.75 ლარია, მეთერთმეტე მოპასუხის შემთხვევაში - 17 837.55 ლარია, მეთორმეტე მოპასუხის შემთხვევაში - 19 020.15 ლარია, მეცამეტე მოპასუხის შემთხვევაში - 21 396.30 ლარია, მეთოთხმეტე მოპასუხის შემთხვევაში - 22 808.85 ლარია, ხოლო მეთხუთმეტე მოპასუხის შემთხვევაში შეადგენს - 29 893.50 ლარს.

6. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის პერიოდის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენასა და გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველისა და კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

7.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი პროდუქტი ,,იმერული’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

7.2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N09/13126 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.

8. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 13 932.05 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 13 661.95 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით - 6 781.70 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია პირველ მოპასუხეს.

8.1. მიმწოდებელმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 15 924.95 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 15 300.80 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეორე მოპასუხეს.

8.2. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 7 533.60 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 14 764.25 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 13 067.00 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მესამე მოპასუხეს.

8.3. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 7967.95 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 15 859.25 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 15 508.85 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეოთხე მოპასუხეს.

8.4. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 8362.15 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 16 954.25 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 15 837.35 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეხუთე მოპასუხეს.

8.5. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 7143.05 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 15 910.35 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 15 092.75 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეექვსე მოპასუხეს.

8.6. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 11 625.25 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 24 998.85 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 23 294.30 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეშვიდე მოპასუხეს.

8.7. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 12 479.35 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 25 655.85 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 22 261.35 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მერვე მოპასუხეს.

8.8. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 15 731.50 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 31 309.70 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 28 856.90 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეცხრე მოპასუხეს.

8.9. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 12 888.15 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 27 524.65 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 26 641.35 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეათე მოპასუხეს.

8.10. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 13 497.70 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 27 948.05 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 25 750.75 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეთერთმეტე მოპასუხეს.

8.11. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 25 312.75 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 30 338.80 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 14 505.10 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეთორმეტე მოპასუხეს.

8.12. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 15 592.80 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 30 868.05 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 28 827.70 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეცამეტე მოპასუხეს.

8.13. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 16 425.00 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 32 974.10 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 30 236.60 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეთოთხმეტე მოპასუხეს.

8.14. მიმწოდებელმა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით - 37 715.45 ლარის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 40 277.75 ლარის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 19 790.30 ლარის კვებითი მომსახურება გაუწია მეთხუთმეტე მოპასუხეს.

9. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა მხოლოდ რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს ამ პროდუქტების სინჯი არ აუღია და არც ლაბორატორიულად არ გამოუკვლევია.

10. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის კერძოდ, გარიგებით გათვალისწინებული ყველის პარამეტრებს, იგი ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

11. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სურსათის/კარაქის მიწოდების ნაწილში ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.

11.1. სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათის „კარაქის“ ეტიკეტი შეისწავლა, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა, არ შესწავლილა.

12. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხეები იღებდნენ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველი და კარაქი) და მას დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.

13. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

14. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ამასთან, წარადგინეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც გამყიდველისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად - 9953.55 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4970 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ასანაზღაურებლად - 10 698.15 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5340 ლარის გადახდა დაეკისრა;

მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 10 789.4 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5390 ლარის გადახდა;

მეოთხე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 11 143.45 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5570 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეხუთე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 11 734. 75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5860 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეექვსე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 10 720.05 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5360 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეშვიდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 17 640.45 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8820 ლარის გადახდა დაეკისრა;

მერვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 17 625.85 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8810 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეცხრე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ასანაზღაურებლად - 21 637.2 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10 810 ლარის გადახდა;

მეათე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 20 056.75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10 020 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეთერთმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად - 17 837.55 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8910 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეთორმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად - 19020.15 ლარისა და პირგასამტეხლოს - 9510 ლარის გადახდა;

მეცამეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 21 396.3 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10 690 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეთოთხმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 22 808.85 ლარისა და პირგასამტეხლოს - 11 400 ლარის გადახდა დაეკისრა;

მეთხუთმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად - 29 893.5 ლარისა და პირგასამტეხლოს - 14 940 ლარის გადახდა დაეკისრა;

მოპასუხეებისთვის საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა და შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა;

16. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა;

მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5, 1.6, 1.7, 1.8, 1.9, 1.10, 1.11, 1.12, 1.13, 1.14, და 1.15 ქვეპუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 9953.55 ლარისა და პირგასამტეხლოს - 995.36 ლარის გადახდა დაეკისრა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 10 698.15 ლარის და პირგასამტეხლოს - 1069.82 ლარის გადახდა დაეკისრა; მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 10 789.4 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1078.94 ლარის გადახდა დაეკისრა; მეოთხე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 11 143.45 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1114.35 ლარის გადახდა დაეკისრა; მეხუთე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 11 734.75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1173.48 ლარის გადახდა დაეკირა; მეექვსე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 10 720.05 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1072.01 ლარის გადახდა დაეკისრა; მეშვიდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 17 640.45 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1764.05 ლარის გადახდა დაეკისრა; მერვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 17 625.85 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1762.59 ლარის გადახდა დაეკისრა; მეცხრე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 21 637.2 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2163.72 ლარის გადახდა დაეკისრა; მეათე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 20 056.75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2005.68 ლარის გადახდა დაეკისრა; მეთერთმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 17 837.55 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1783.76 ლარის გადახდა დაეკისრა; მეთორმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 19 020.15 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1902.02 ლარის გადახდა დაეკისრა; მეცამეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 31 396.3 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3139.63 ლარის გადახდა დაეკისრა; მეთოთხმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 22 808.85 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2280.89 ლარის გადახდა დაეკისრა; მეთხუთმეტე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის - 29 893.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 2989.35 ლარის გადახდა დაეკისრა;.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

18.1. კასატორების მტკიცებით, რძით დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძის პროდუქტით, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში კი, ვალდებულების შეუსრულებლობაა, აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობიათ. ამდენად, მყიდველის მიერ გადახდილი ყველის საფასური ამ უკანასკნელისთვის ზიანს წარმოადგენს და სრული მოცულობით უკან უნდა დაბრუნდეს.

18.2. გარდა ამისა, კასატორების მითითებით, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში შეთანხმებული პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხარვეზის მქონე შესრულებაზე თანხმობის გაცხადებად (№ას-629-588-2017, 10.11.2017წ). ეს მოსაზრება გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების განხორციელებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად, ასეთი ხასიათის შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის კანონიერ საფუძველს.

18.3. კასატორების მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება, შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.

18.4. კასატორების მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად ცვლილების შემთხვევაში, შემსყიდველი მაინც ვალდებული იქნება, აანაზღაუროს თანხა ღირებულების დაუდგენლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის.

გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძით ნაწარმოები პროდუქტის ღირებულების განსხვავებულობაზე და რის საფუძველზე დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე კი, სასამართლოს არ უმსჯელია.

18.5. გარდა ამისა, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80%-იანი ცხიმით, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა იყო +/-0,5 შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ პროდუქტი შესაძლოა, არ ყოფილიყო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საერთოდ - საკანონმდებლო აქტით დადგენილი კარაქი.

18.6. მოპასუხეებმა არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, არამედ ისარგებლეს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეებს ეს უფლება არ აქვთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ მოსარჩელეს თანხას, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეს დაუდგინდეს სანქცია და დაეკისროს პირგასამტეხლო.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლისა და იმავე წლის 7 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგანაც ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

22. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), მუხლებიდან გამომდინარეობდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები.

24. მოპასუხეები მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებენ, სახელდობრ, ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარი ხასიათის დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან მიწოდებული ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

25. დასახელებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეების შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება, სათანადო თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით.

დადგენილია, რომ მოპასუხეებს სსკ-ს 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (ამ შემთხვევაში ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვიათ, ამავდროულად კასატორებს, რომლებიც იღებდნენ ნაკლიან შესრულებას, შეეძლოთ, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ფასის შემცირება მოეთხოვათ რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფასის შემცირება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა.

26.1. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენიათ, მათ არც შესაგებელში არ მიუთითებიათ ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც უმტკიცებიათ თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ, სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით), შესაბამისად, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულ ღირებულებაზე, დაუსაბუთებელია.

26.2. მოპასუხეებმამ საკასაციო საჩივარში მიუთითეს, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზედაც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორის აპელირება არასწორია. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის სრულად გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ამავდროულად, ეს გარემოება ღირებულების შემცირების საფუძველია და იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას, იგი ანაზღაურებაზე სრულად უარის არგუმენტად ვერ განიხილება.

26.3. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ფასის შემცირება იმდენით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად, რამდენითაც ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (იხ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).

27. მოპასუხეებმა/კასატორებმა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების გადახდაზე უარი განაცხადეს. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა სურსათი -არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქი, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა შეთანხმებულ მაჩვენებელს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის მიწოდება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება.

27.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორების ამ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, პრეზუმირებულია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

27.2. საგულისხმოა ისიც, რომ კარაქის დაფასოების შემდგომმა და განმეორებითმა კვლევამაც აჩვენა, რომ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ია (იხ. შპს აგროკონსორციუმი წეროვანის მიმართვა), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავნენ და მათი, როგორც შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

29. საკასაციო სასამართლო ასევე უარყოფს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხეთა პრეტენზიას და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული.

"პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",

“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

29.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

29.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

29.3. განსახილველ დავასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე კანონშესაბამისი და გონივრულია რის გამოც უცვლელადაა დასატოვებელი.

30. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან ფორმალური შესაბამისობის კუთხით. პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის კვლევის ფარგლებში (შდრ. სუსგ. №ას-1057-2020, 20.01.2022წ).

30.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების, როგორც ბენეფიციარების უფლება მოსარჩელის მიერ დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მოქმედება საბანკო გარანტიის გამოთხოვის ნაწილში კანონშესაბამისია. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილეს.

31. სსკ-ის 477.2 მუხლის შესაბამისად, მიწოდებული პროდუქციის მყიდველთა მიერ ანაზღაურების ვალდებულების დადგენის პირობებში, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის, ჯამურად - 116 617.62 ლარის ანაზღაურების უარყოფის ნაწილშიც, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ უკვე ანაზღაურებული თანხის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

34. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რაკი კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ თბილისის # 52-ე, მე-17, 75-ე, მე-14, 36-ე, 206-ე, 185-ე, 163-ე, 169-ე, 71-ე, 25-ე, 54-ე, 160-ე, 210-ე და 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ თბილისის # 52-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 779.19 ლარის (საგადახდო დავალება #5175177421, გადახდის თარიღი 25.01.2023წ), 70% - 545.43 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #მე-17 საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 846.67 ლარის (საგადახდო დავალება #230123173101999, გადახდის თარიღი 23.01.2023წ), 70% - 592.66 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #75-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 784.42 ლარის (საგადახდო დავალება #230123171818239, გადახდის თარიღი 23.01.2023წ), 70% - 549.09 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #მე-14 საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 875.32 ლარის (საგადახდო დავალება #5175169926, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 612.72 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #36-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 673.36 ლარისა (საგადახდო დავალება #5175169728, გადახდის თარიღი 24.01.2023წ) და 250 ლარის (საგადახდო დავალება #5175334644, გადახდის თარიღი 23.02.2023წ) ჯამურად -923.36 ლარის, 70% - 646.35 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #206-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 842.89 ლარის (საგადახდო დავალება #5175170541, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 590.02 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #185-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1368.02 ლარის (საგადახდო დავალება #5175169098, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 957.61 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #163-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1364.76 ლარის (საგადახდო დავალება #230125091922992, გადახდის თარიღი 25.01.2023წ), 70% - 955.33 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #169-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691.04 ლარის (საგადახდო დავალება #230123175456939, გადახდის თარიღი 23.01.2023წ), 70% - 1183.72 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #71-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1551.93 ლარის (საგადახდო დავალება #230123172607867, გადახდის თარიღი 23.01.2023წ), 70% - 1086.35 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #25-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1426.87 ლარის (საგადახდო დავალება #5175169261, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 998.80 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #54-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1491.67 ლარის (საგადახდო დავალება #230124113855930, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 1044.16 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #160-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2229.96 ლარიდან (საგადახდო დავალება #5175191911, გადახდის თარიღი 27.01.2023წ), 1679.96 ლარის 70% - 1175.97 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #210-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1789.95 ლარის (საგადახდო დავალება #230123172237202, გადახდის თარიღი 23.01.2023წ), 70% - 1252.96 ლარი;

ა(ა)იპ თბილისის #31-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2327.43 ლარის (საგადახდო დავალება #5175169315, გადახდის თარიღი 24.01.2023წ), 70% - 1629.20 ლარი;

შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა