28 ივლისი, 2025 წელი
№ას-832-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ხ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინება
დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ.ხ–ნის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ლ.ხ–ნსა და რ.ბ–ძეს შორის 2017 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერით N68211004769; 2) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ლ.ხ–ნსა და რ.ბ–ძეს შორის 2017 წლის 06 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა N13 (ბლოკი „დ“), საკადასტრო კოდი: ......... და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე ნ.ბ–ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე ლ.ხ–ნის მიმართ, ქორწინების ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით, მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება, ადმინისტრაციულ საქმეზე #8725-23 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ - ლ.ხ–ნმა, მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით ლ.ხ–ნის კერძო საჩივარი მიღებული იქნას განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით აპელანტ ნ.ბ–ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის (2ბ/5035-23) წარმოება ნ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 07 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება ნ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრისა გამო #2ბ/5035-23 სამოქალაქო საქმეზე.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ ნ.ბ–ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და შეწყდა სააპელაციო საჩივრისა გამო #2ბ/5035-23 საქმის წარმოება. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ნ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრისა გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება, ხოლო სააპელაციო საჩივარზე შეწყვეტილია წარმოება აპელანტის მიერ უარის თქმის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის და 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყდეს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება და ლ.ხ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს მ.ს–ის მიერ 2025 წლის 27 მაისს N27501545275 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 49-ე, 272-273-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ხ–ნის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.
2. ლ.ხ–ნს (პ/N.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ს–ის მიერ 2025 წლის 27 მაისს N27501545275 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი