საქმე № ა-1782-ბ-5-2025 3 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები - მ.კ–ძე, ი.გ–ძე, ნ.ვ–ა, მ.მ–ი, ნ.ხ–ი, ლ.ე–ი, ჯ.ს–ი გ.გ–ი, ნ.ქ–ვა, დ.კ–ძე, ი.ღ–ი მ.გ–ვა, გ.ე–ი, ნ.ფ–ძე, ნ.გ–ძე, ლ.თ–ვა, თ.გ–ი, თ.ა–ი, თ.ქ–ძე, ი.წ–ია, ფ.ხ–ნი, ა.ა–ი, დ.ტ–ძე, ნ.ბ–ი, ნ.ღ–ი, შ.პ–ი, თ.ც–ძე, მ.კ–ძე, დ.ს–ი, ს.ხ–ი, ი.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა - ც.ა–ის, თ.მ–ისა და ე.ღ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა, ხოლო სარჩელი ლ.კ–ას, მ.გ–ის, თ.ა–ის, მ.ლ–ძის, თ.უ–ძის, ლ.ქ–ძის, ნ.გ–ძისა და ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ლ.კ–ას, მ.გ–ის, თ.ა–ის, მ.ლ–ძე, თ.უ–ძის, ლ.ქ–ძის, ნ.გ–ძის, ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........ მიმდებარედ ს/კ:........ და უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ........ მიმდებარედ (........ ქუჩა) ს/კ: ........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2023 წლის 11 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. 2025 წლის 16 აპრილს, მ.კ–ძემ, ი.გ–ძემ, ნ.ვ–ამ და მ.მ–მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნულ განცხადებაზე მსჯელობამდე სააღსრულებო საბუთის (A23240036) აღსრულების შეჩერება. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან 2024 წლის 12 იანვრიდან მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (A23240036) ნებისმიერ დროს აღსრულების პოლიციას შეუძლია დაიწყოს გამოსახლების პროცედურა და გამოასახლოს არა მარტო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირები, არამედ ის პირები, ვინც საერთოდ არ არის მითითებული სააღსრულებო ფურცელში და არც მხარედ და არც მესამე პირად არ იყვნენ მოწვეულები სხდომაზე.
9. გ.გ–მა, ნ.ქ–ვამ, დ.კ–ძემ, ი.ღ–მა 2025 წლის 01 ივლისს განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება; ასევე, უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ იმავე სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
10. მ.გ–ვამ, გ.ე–მა, ნ.ფ–ძემ, ნ.გ–ძემ, ლ.თ–ვამ, თ.გ–მა, თ.ა–მა, თ.ქ–ძემ, ი.წ–იამ, ფ.ხ–ნმა, ა.ა–მა, დ.ტ–ძემ, ნ.ბ–მა, ნ.ღ–მა, შ.პ–მა, თ.ც–ძემ, მ.კ–ძემ, დ.ს–მა, ს.ხ–მა და ი.ჭ–ძემ 2025 წლის 02 ივლისს განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება; ასევე, უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ იმავე სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
11. 2025 წლის 29 აპრილს, ნ.ხ–მა, ლ.ე–მა და ჯ.ს–მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნულ განცხადებაზე მსჯელობამდე სააღსრულებო საბუთის (A23240036) აღსრულების შეჩერება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის, 2 მაისისა და 10 ივლისის განჩინებების საფუძველზე, ოთხივე განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის ნომერი: № ა-1782-ბ-5-2025.
14. 2025 წლის 26 აგვისტოს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მხარეთა წარმომადგენელმა ფ.ს–მა განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო პალატამ განიხილა ფ.ს–ის მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და წინამდებარე განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსკ-ის 83-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
17. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების იმპერატიული საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ალტერნატივებში, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი წარმოების განახლების საფუძვლები და მისი ამოწურვადობა განაპირობებს მისი გამოყენების მკაცრ, შეზღუდულ ხასიათს.
18. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშული რეგულირების თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი არსებობს შემდეგი წინაპირობები: 1) პირი, რომლის უფლებებსა და მოთხოვნებს უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება; 2) ასეთი პირი არ იყო სასამართლოში საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით მოწვეული საქმის განხილვაზე; 3) აღნიშნულ პირს არ შეეძლო საქმის განხილვისას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზაცია.
19. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით ( საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
21. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება, რადგან მხარეებს აღარ აქვთ იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და განცახდება უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან თავად განცხადების ავტორებს აღარ აქვთ იურიდიული ინტერესი მისი გაგრძელების, შესაბამისად, სახეზეა განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.
22. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს რომ სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, განცხადებაზე გადახდილი ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეთ განმცხადებლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განმცხადებლების - მ.კ–ძე, ი.გ–ძე, ნ.ვ–ა, მ.მ–ი, ნ.ხ–ი, ლ.ე–ი, ჯ.ს–ი გ.გ–ი, ნ.ქ–ვა, დ.კ–ძე, ი.ღ–ი მ.გ–ვა, გ.ე–ი, ნ.ფ–ძე, ნ.გ–ძე, ლ.თ–ვა, თ.გ–ი, თ.ა–ი, თ.ქ–ძე, ი.წ–ია, ფ.ხ–ნი, ა.ა–ი, დ.ტ–ძე, ნ.ბ–ი, ნ.ღ–ი, შ.პ–ი, თ.ც–ძე, მ.კ–ძე, დ.ს–ი, ს.ხ–ი, ი.ჭ–ძე - წარმომადგენლის, ფ.ს–ის შუამდგომლობა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქმე № ა-1782-ბ-5-2025 დარჩეს განუხილველად;
3. განმცხადებლებს: მ.კ–ძე, ი.გ–ძე, ნ.ვ–ა, მ.მ–ი, ნ.ხ–ი, ლ.ე–ი, ჯ.ს–ი გ.გ–ი, ნ.ქ–ვა, დ.კ–ძე, ი.ღ–ი მ.გ–ვა, გ.ე–ი, ნ.ფ–ძე, ნ.გ–ძე, ლ.თ–ვა, თ.გ–ი, თ.ა–ი, თ.ქ–ძე, ი.წ–ია, ფ.ხ–ნი, ა.ა–ი, დ.ტ–ძე, ნ.ბ–ი, ნ.ღ–ი, შ.პ–ი, თ.ც–ძე, მ.კ–ძე, დ.ს–ი, ს.ხ–ი, ი.ჭ–ძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით:
1)ფ.ს–ის (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 6841, გადახდის თარიღი: 16.04.2025) 50 ლარი;
2) დ.ს–ვას (პ.ნ. ..........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 5286, გადახდის თარიღი: 28.04.2025) - 50 ლარი;
3) თ.მ–ის ........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 28202061270, გადახდის თარიღი: 08.07.2025) - 50 ლარი;
4) თ.ა–ის (პ.ნ. .........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 28021386999, გადახდის თარიღი: 27.06.2025) - 50 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი