საქმე №ა-3060-შ-82-2025 19 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი–ს.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, ქ.ვლადიმირი, იურიევეცის მკრ. დაეკისრა დავალიანების - 59 182 070 რუსული რუბლის; პირგასამტეხლოს - 2 041 406 რუსული რუბლის და 10 კაპიკის; 2022 წლის 24 დეკემბრიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2023 წლის 23 აგვისტოდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (24.20.2024) ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2024 წლის 25 ოქტომბრიდან ვალდებულების ფაქტობრივ შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა, ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 7000 რუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 200 000 რუსული რუბლის გადახდა. ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, ქ.ვლადიმირი, იურიევეცის მკრ. დაეკისრა 2023 წლის 23 აგვისტოდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა 2 532 992 რუბლისა და 60 კაპიკის ოდენობით.
რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ბ.ი.ს-იმ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქ.ვლადიმირის პირველი საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის დადგენილებით შპს „ბ.ი.ს-ის“ (LLC „B.I.S.“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რმა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 10 თებერვალს, ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება - 2025 წლის 3 მარტს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
ზემოთმითითებული განჩინება და დ.ს–ის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ედუარდოს მოისიდისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, ქ.ვლადიმირი, იურიევეცის მკრ. დაეკისრა დავალიანების - 59 182 070 რუსული რუბლის; პირგასამტეხლოს - 2 041 406 რუსული რუბლის და 10 კაპიკის; 2022 წლის 24 დეკემბრიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2023 წლის 23 აგვისტოდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (24.20.2024) ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2024 წლის 25 ოქტომბრიდან ვალდებულების ფაქტობრივ შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა, ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 7000 რუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 200 000 რუსული რუბლის გადახდა. ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, ქ.ვლადიმირი, იურიევეცის მკრ. დაეკისრა 2023 წლის 23 აგვისტოდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა 2 532 992 რუბლისა და 60 კაპიკის ოდენობით.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 10 თებერვალს, ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება - 2025 წლის 3 მარტს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადება, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, ქ.ვლადიმირი, იურიევეცის მკრ. დაეკისრა დავალიანების - 59 182 070 რუსული რუბლის; პირგასამტეხლოს - 2 041 406 რუსული რუბლის და 10 კაპიკის; 2022 წლის 24 დეკემბრიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2023 წლის 23 აგვისტოდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (24.20.2024) ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის; 2024 წლის 25 ოქტომბრიდან ვალდებულების ფაქტობრივ შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა, ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 7000 რუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 200 000 რუსული რუბლის გადახდა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვლადიმერსკის ოლქი საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ.ი.ს-ს“ (LLC „B.I.S.“), საქართველო, ქ.თბილისი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.ჯ.დ.ფ.ც–რის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2023 წლის 23 აგვისტოდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების თანხის - 59 182 070 რუსული რუბლის 0,01%-ის გადახდა 2 532 992 რუბლისა და 60 კაპიკის ოდენობით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი