საქმე №ა-5197-შ-107-2025 17 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.მ–ი (ფ–ნი)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჯ.ფ–ნნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჯ.ფ–ნს (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიენიჭა ქ.მ–თან (ფ–თან, შემდეგში - მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) ქორწინების შეწყვეტის უფლება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიენიჭა მოსარჩელესთან ქორწინების შეწყვეტის უფლება.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება და წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.მ–ის (ფ–ნი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ.ჯ.ფ–ნს მიენიჭა ქ.მ–თან ქორწინების შეწყვეტის უფლება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა