Facebook Twitter

საქმე №ა-5225-შ-111-2025 17 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ვ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ–ვი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების (№ 045631/07) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (№ 045631/07) ქორწინება შეწყდა მხარეებს - ი.ვ–ვსა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ა.ვ–ვს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (№ 045631/07) ქორწინება შეწყდა მხარეებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

5. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ვ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (№ 045631/07), რომლითაც ქორწინება შეწყდა მხარეებს - ი.ვ–ვსა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ა.ვ–ვს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა