Facebook Twitter

საქმე №ა-3843-შ-96-2025 25 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება (NRG: 01/42400)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, ი.ნ–ძესა და ე.პ–კს შორის, 1996 წლის 5 აპრილს თბილისში (საქართველოში) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ი.ნ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საფრანგეთის რესპუბლიკის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ცნობით ირკვევა, რომ საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე მოთხოვნა მეუღლეთა მიერ ერთობლივად იქნა წარდგენილი.

5. შუამდომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, ი.ნ–ძის შუამდგომლობა საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, ი.ნ–ძესა და ე.პ–კს შორის, 1996 წლის 5 აპრილს თბილისში (საქართველოში) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ნ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის, პარიზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს, 2002 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება (განაჩენი) (NRG: 01/42400), რომლითაც ი.ნ–ძესა და ე.პ–კს შორის, 1996 წლის 5 აპრილს თბილისში (საქართველოში) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა