საქმე №ა-2382-შ-60-2025
30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – პ.უ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N23STFL05247
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, N23STFL05247 პ.უ–ვისა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და ს.ს–ის (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. 2025 წლის 21 მაისს პ.უ–ვმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების N23STFL05247 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია 2024 წლის 24 ივნისიდან.
4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით პ.უ–ვის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს - ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, N23STFL05247 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N23STFL05247 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N23STFL05247 განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.უ–ვის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N23STFL05247 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს-ანჯელესის ოლქის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N23STFL05247 რომლითაც დადგინდა, რომ მხარეებს (პ.უ–ვისა და ს.ს–ს) შორის განქორწინების წიპირობები არსებობს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე