Facebook Twitter

საქმე №ას-1135-2025

2 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ტ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ა–ი (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) რ.მ–ისა და შპს „გა–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგის 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „ტ–ი“-ს სარჩელი მოპასუხეების შ.ა–ის, რ.მ–ის და შპს „გ“-ს მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს შპს „გ“-ს და რ.მ–ს მოსარჩელის სს „ტ“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ NTB.0292583.001-004 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24077,41 ევროს გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 21,383.28 ევრო, პროცენტი - 1545.10 ევრო და პირგასამტეხლო 1149.03 ევრო. მოპასუხეებს შპს „გ“-ს და რ.მ–ს მოსარჩელის სს „ტ“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2023 წლის 06 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის NTB.0292583.001-004 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 21,383.28 ევროზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა (2024 წლის 6 აპრილის მდგომარეობით) წლიური 8.50 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 151,46 ევროს (არაუმეტეს 1817,57 ევროსი). საბანკო კრედიტის NTB.0292583.001-004 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შ.ა–ის საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ნივთები: ქალაქი თბილისი, ............., საკადასტრო კოდი: .......; ქალაქი თბილისი, ........... საკადასტრო კოდი: ...........იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............. საკადასტრო კოდი: ......... და ქალაქი თბილისი, ............ საკადასტრო კოდი: ......... რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი საბანკო კრედიტის NTB.0292583.001-004 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცა შპს „გ–სა“ და რ. მ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „გ–ოს“, რ.მ–ის და შ.ა–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ.ა–მა წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით შ.ა–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა)სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 16 სექტემბერს.

9. 2025 წლის 22 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა აღნიშნული საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. კერძო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ.ა–ის წარმომადგენლის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. (იხ.სუსგ საქმე №ას-595-2023 4 აგვისტო, 2023 წელი, საქმე №ას-773-2021 11 აგვისტო, 2021 წელი,)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შ.ა–ის კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებაზე სს „ტ–ის“ მიმართ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა