საქმე№ა-4608-შ-117-2024
16 ოქტომბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ.გ–ეს
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინება
დავის საგანი – მზრუნველობა-მეურვეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით, ობერჰაუსენის არასრულწლოვანთა სამსახური გათავისუფლებული იქნა დაკისრებული მოვალეობისგან. დამატებით მზრუნველობა-მეურვეობის გამწევ პირად დაინიშნა ჯ.გ–ესი.
შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. აგრეთვე, პროცესში ჩართული მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
2024 წლის 27 აგვისტოს, ჯ.გ–ესმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, ჯ.გ–ესის შუამდგომლობა, ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ჯ.გ–ესმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინების შესწავლით ირკვევა, რომ ობერჰაუსენის არასრულწლოვანთა სამსახური გათავისუფლებული იქნა დაკისრებული მოვალეობისგან. დამატებით მზრუნველობა-მეურვეობის გამწევ პირად დაინიშნა ჯ.გ–სი, საფოსტო ყუთი 100 110, 47561 გოხი/ Julia Gembries, Postfach 100 110, 47561 Goch. სხვა ნაწილებში ძალაში დარჩა აქამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. მისი უფლება-მოვალეობები შედგება შემდეგი საკითხებისგან: ბინადრობის შესახებ კანონით დადგენილ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის საკითხების მოგვარება, სოციალური დახმარებების/მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე განცხადებების შეტანა სოციალურ კანონთა კრებულის მე-8 წიგნზე (SGB VIII ) დაყრდნობით. ბავშვებზე ზრუნვა გაგრძელდეს პროფესიონალური ფორმით.
საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლებით დასტურდება, რომ არასრულწლოვნები - ა.რ–ა, ე.რ–ა და ე.რ–ა საქართველოს მოქალაქეები არიან.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინება, რომლითაც ობერჰაუსენის არასრულწლოვანთა სამსახური გათავისუფლებული იქნა დაკისრებული მოვალეობისგან. დამატებით მზრუნველობა-მეურვეობის გამწევ პირად დაინიშნა ჯ.გ–სი, საფოსტო ყუთი 100 110, 47561 გოხი/ Julia Gembries, Postfach 100 110, 47561 Goch. სხვა ნაწილებში ძალაში დარჩა აქამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. მისი უფლება-მოვალეობები შედგება შემდეგი საკითხებისგან: ბინადრობის შესახებ კანონით დადგენილ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის საკითხების მოგვარება, სოციალური დახმარებების/მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე განცხადებების შეტანა სოციალურ კანონთა კრებულის მე-8 წიგნზე (SGB VIII) დაყრდნობით. ბავშვებზე ზრუნვა გაგრძელდეს პროფესიონალური ფორმით, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.გ–ესის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ობერჰაუსენის პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს საოჯახო საკითხთა სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინება იმ ნაწილში რომლითაც, დამატებით მზრუნველობა-მეურვეობის გამწევ პირად დაინიშნა ჯ.გ–სი, საფოსტო ყუთი 100 110, 47561 გოხი/ Julia Gembries, Postfach 100 110, 47561 Goch. სხვა ნაწილებში ძალაში დარჩა აქამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. მისი უფლება-მოვალეობები შედგება შემდეგი საკითხებისგან: ბინადრობის შესახებ კანონით დადგენილ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის საკითხების მოგვარება, სოციალური დახმარებების/მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე განცხადებების შეტანა სოციალურ კანონთა კრებულის მე-8 წიგნზე (SGB VIII) დაყრდნობით. ბავშვებზე ზრუნვა გაგრძელდეს პროფესიონალური ფორმით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი