Facebook Twitter

საქმე №ა-5642-შ-125-2025 24 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბ.ბ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ბ.ბ–ვსა და ა.გ–ვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ბ.ბ–ვის წარმომადგენელმა ლ.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს რ.ლ–ის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ბ.ბ–ვი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ბ.ბ–ვის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბ.ბ–ვის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ბ.ბ–ვსა და ა.გ–ვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ბ.ბ–ვი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ბ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ბ–ვსა და ა.გ–ვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი