Facebook Twitter

საქმე №ა-5722-შ-128-2025

29 ოქტომბერი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა-ოღლი კ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება, დარეგისტრირებული ე.ნ. ასულ კ–ვასა (ქორწინებამდელი გვარი „ლ–ა“) (პასპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ..........) და რ.ა-ოღლი კ–ვს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სააქტო ჩანაწერის N0114300590. ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლის გადაცემისას ე.ნ კ–ვას და რ.ა-ოღლი კ–ვს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ თითოეულისგან 1 საბაზო ოდენობით. მხარეებს დარჩათ იგივე გვარები.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 18 იანვარს.

ე.კ–ვამ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ე.კ–ვას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ე.კ–ვამ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება, დარეგისტრირებული ე.ნ. ასულ კ–ვასა (ქორწინებამდელი გვარი „ლ–ა“) (პასპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ........) და რ.ა-ოღლი კ–ვს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სააქტო ჩანაწერის N0114300590. ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლის გადაცემისას ე.ნ კ–ვას და რ.ა-ოღლი კ–ვს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ თითოეულისგან 1 საბაზო ოდენობით. მხარეებს დარჩათ იგივე გვარები.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 18 იანვარს და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა-ოღლი კ–ვი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით .

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება. კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.კ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N100гип223233 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება, დარეგისტრირებული ე.ნ. ასულ კ–ვასა (ქორწინებამდელი გვარი „ლ–ა“) (პასპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ........) და რ.ა-ოღლი კ–ვს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სააქტო ჩანაწერის N0114300590, ე.კ–ვასა და რ.ა-ოღლი კ–ვის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი