Facebook Twitter

საქმე №ა-5703-შ-127-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.ქ–ძე (განმცხადებელი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შვედეთის სამეფოს კალმარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე № T 2852-24) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შვედეთის სამეფოს კალმარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე № T 2852-24) განქორწინდნენ მხარეები - ზ.ქ–ძე (შემდეგში - პირველი განმცხადებელი) და მ.ქ–ძე (შემდეგში - მეორე განმცხადებელი).

2. ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა პირველმა განმცხადებელმა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. შვედეთის სამეფოს კალმარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე № T 2852-24) განმცხადებლები განქორწინდნენ.

5. ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით არის გათვალისწინებული.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება, რის გამოც წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის სამეფოს კალმარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე № T 2852-24), რომლითაც ზ.ქ–ძე და მ.ქ–ძე განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია