Facebook Twitter

24 ივნისი 2025 წელი

№ას-491-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.მ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - გ.მ–ვას მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. შეწყდეს ქორწინება ნ.ბ–ძესა და გ.მ–ვას შორის;

1.2. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს მოპასუხე გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქი გორი, ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... - ½ ნაწილის მესაკუთრედ;

1.3. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს მოპასუხე გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N.., ნაკვეთი N... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

1.4. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს მოპასუხე გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

1.5. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს მოპასუხე გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........ - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

1.6. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს მოპასუხე გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

1.7. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შ.პ.ს. „ი–ას“ (ს/ნ .....) 13%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

1.8. ნ.ბ–ძე ცნობილი იქნეს გ.მ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შ.პ.ს. „დ–ოს“ (ს/ნ .......) 50%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან შესაგებელში მიუთითა, რომ განქორწინების წინააღმდეგია და ოჯახის შენარჩუნება სურს. ამასთან, მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე კვლავ მიუთითეს შესაგებელში მითითებულ გარემოებებზე და განმარტეს, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........, რომლის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს ნ.ბ–ძე, წარმოადგენს ოჯახის ახლობლის ზ.მ–ის საკუთრებას, ქონება მოპასუხეზე გაფორმებულია ფორმალურად და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თანასაკუთრების რეჟიმი.

3. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე გ.მ–ვას მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ნივთებზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეწყდა ქორწინება ნ.ბ–ძესა (პ/ნ ........., დაბადებული 1945 წლის 09 ივლისს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი ბ–ძე) და გ.მ–ვას (პ/ნ ......., დაბადებული 1943 წლის 18 სექტემბერს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი მიქავა) შორის, რეგისტრირებული 1972 წლის 01 აპრილს, აქტის ჩანაწერი №53; ნ.ბ–ძე (პ/ნ ..........) ცნობილი იქნა მოპასუხე გ.მ–ვას (პ/ნ .......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქი გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... - ½ ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ ........) ცნობილი იქნა მოპასუხე გ.მ–ვას (პ/ნ .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, კ–ის ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N4.., ნაკვეთი N..2. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........ - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ ......) ცნობილი იქნა მოპასუხე გ.მ–ვას (პ/ნ .......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ .........) ცნობილი იქნა მოპასუხე გ.მ–ვას (პ/ნ .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ .........) ცნობილი იქნა მოპასუხე გ.მ–ვას (პ/ნ .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ .......) ცნობილი იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, გ.მ–ვას (პ/ნ .......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შ.პ.ს. „ი–ას“ (ს/ნ ........) 13%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ნ.ბ–ძე (პ/ნ .........) ცნობილი იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, გ.მ–ვას (პ/ნ .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შ.პ.ს. „დ–ოს“ (ს/ნ .......) 50%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. მოსარჩელე ნ.ბ–ძე და მოპასუხე გ.მ–ვა 1972 წლის 01 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ოთხი შვილი, რომლებიც ამჟამად არიან სრულწლოვნები. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი 2022 წლის სექტემბრის თვიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

5.2. მოპასუხე გ.მ–ვას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი გორი, ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......... (თანამესაკუთრე ც.კ–ძე); უძრავი ქონება, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N4.., ნაკვეთი N0... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......; უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი ქ.გორი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .........; უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი ქ. გორი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..........; უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......;

5.3. გ.მ–ვა არის შ.პ.ს. „ი–ას“ (ს/ნ .....) 13%-იანი წილის (კომპანიის რეგისტრაციის თარიღი - 29/12/1995) მფლობელი. შ.პ.ს. „ი–ას“ საკუთრებაში ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები: უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N5.., ნაკვეთი N0.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N5.., ნაკვეთი N0.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N5.., ნაკვეთი N0.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ხაშური სოფელი ....... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე კასპი სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N5.., ნაკვეთი N.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N..0, ნაკვეთი N0.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ....... ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი N568, ნაკვეთი N008, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 66.46.20.568.008.

5.4. გ.მ–ვა არის შ.პ.ს. „დ–ოს“ (ს/ნ........) 50%-იანი წილის (კომპანიის რეგისტრაციის თარიღი - 26/06/2018) მფლობელი. შ.პ.ს. „დ–ოს“ საკუთრებაში ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები: უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......... (კომერციული ფართი N2(მშენებარე) სართული1.) უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........

5.5. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმეში დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ვინაიდან ოჯახის შენარჩუნების მიზნით ორმხრივი ნება სახეზე არ იყო, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინებაზე მართებული იყო და სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ის.

5.6. ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე და 1159-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას, რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენა და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის წარმოშობის თარიღი. ხოლო ამავე კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლებზე მითითებით პალატამ განმარტა მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისა და წილთა თანაბრობის საკითხები.

5.7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატამ მიუთითა უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მხარეები ქორწინებაში იმყოფებიან 1972 წლის 01 აპრილიდან. ამასთან, პალატამ ხაზი გაუსვა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ქონებების მახასიათებლებს, მათ შორის საკუთრების უფლების წარმოშობის თარიღებს და დაადგინა, რომ სადავო ქონებები შეძენილი იყო მხარეთა შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში. მოსარჩელის მოთხოვნას კი წარმოადგენდა მოპასუხე გ.მ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების კუთვნილი წილების 1/2/ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებები შეძენილი იყო მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათი ოჯახური თანაცხოვრების დროს, საერთო სახსრებით. ნ.ბ–ძეს გააჩნდა თანასაკუთრების უფლება მითითებულ ქონებებზე, მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ნივთზე მისი უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში.

5.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......., არ უნდა გავრცელებულიყო რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თანასაკუთრების რეჟიმი, ვინაიდან ეს ქონება წარმოადგენდა ოჯახის ახლობლის ზ.მ–ის საკუთრებას და მას ფორმალურად ჰქონდა გაფორმებული. პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, რომლის მონაცემების მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, აღნიშნული უძრავი ნივთი 2022 წლის 05 მაისიდან გ.მ–ვას საკუთრებას წარმოადგენდა. უძრავი ქონების ფორმალურად გადაფორმების მტკიცების ტვირთი კი მოპასუხეს ეკუთვნოდა, რაც მან ვერ დაადასტურა. ამდენად, ვინაიდან საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება აპელანტის ახლობლის საკუთრებას წარმოადგენდა და შეძენილი იყო სხვისი ხარჯებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული მტკიცება და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1972 წლის 01 აპრილიდან. კასატორი განქორწინების წინააღმდეგია და სურს ოჯახის შენარჩუნება. ამასთან, უძრავი ქონება, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......., წარმოადგენს ოჯახის ახლობლის ზ.მ–ის საკუთრებას და ის მხოლოდ ფორმალურად აღირიცხა საჯარო რეესტრში კასატორის საკუთრებად. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებას და მასზე არ შეიძლება გავრცელებულიყო რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თანასაკუთრების რეჟიმი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო: 8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127.3 (განქორწინება მოხდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეულეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა), 1158-ე და (რომლის თანახმადაც, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) 1164-ე მუხლები (მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება დაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ).

13. უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

14. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნ.ბ–ძეს და გ.მ–ვას შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2022 წლის სექტემბრის თვიდან. ამასთან, მოსარჩელეს სურს ქორწინების შეწყვეტა, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია ოჯახის შენარჩუნების კონკრეტულ შესაძლებლობაზე და არც ამგვარი გარემოებები გამოკვეთილა საქმის მიმდინარეობისას.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, ქორწინებისთვის, ასევე ქორწინების შენარჩუნებისათვის, აუცილებელ პირობას მხარეთა ორმხრივი ნება წარმოადგენს. მისი არარსებობისას კი შეუძლებელია ქორწინების შენარჩუნება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ნება ნათელია მას სურს მოპასუხესთან განქორწინება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია, არ არის საკმარისი ოჯახის შენარჩუნებისთვის.

16. რაც შეეხება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხს, პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ქონების შეძენისას, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მოპასუხის მითითებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი ქ. გორი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......., წარმოადგენს ოჯახის ახლობლის ზ.მ–ის საკუთრებას და ის მხოლოდ ფორმალურად აღირიცხა საჯარო რეესტრში კასატორის საკუთრებად, რაც, კასატორის მოსაზრებით, დამაბრკოლებელი გარემოებაა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის წარმოსაშობად.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1426-1346-2017, 02.03.2018წ.).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

19. პალატა განმარტავს, რომ ვინც სადავოდ ხდის რეგისტრირებულ საკუთრებას, ვალდებულია, დაამტკიცოს ამის საწინააღმდეგო. შესაბამისად, მოპასუხეს ევალებოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება, რომლებიც მიუთითებდნენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა გარეგანი ნების გამოვლენას. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ თავისივე მიერ დადებული გარიგების მოჩვენებითობის დადასტურება ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო უძრავი ნივთის რეალური მესაკუთრე მოპასუხის ახლობელია და რომ ქონება მოპასუხის სახელზე მოსაჩვენებლად დარეგისტრირდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როცა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ნივთი 2022 წლის 05 მაისიდან გ.მ–ვას საკუთრებას წარმოადგენდა, უძრავი ქონების ფორმალურად გადაფორმების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკუთვნოდა, რომელიც მან სათანადოდ ვერ დაძლია, რამეთუ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება აპელანტის ახლობლის საკუთრებას წარმოადგენდა და შეძენილი იყო სხვისი ხარჯებით. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული მტკიცება და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

23. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის 70% - 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.მ–ვას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალებები: № 27377630713, №27507247765, №27608957671; გადახდის თარიღები: 19.05.2025წ, 27.05.2025წ, 02.06.2025წ; გადამხდელი: პ. ლ–ძე (პ/ნ ......), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი