Facebook Twitter

¹ბს-1135-1097(კ-08) 27 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე მარიამ ცისკაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო სს “....” საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო (შპს “....”) ბარათიდან (ბარათზე არის სს “....” ბუღალტრის _ მ. გ-ის ხელმოწერა და სს “...” მრგვალი ბეჭედი) ირკვევა, რომ სს “....” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებულ მისამართზე _ ქ. გურჯაანი, .... ქ. ¹1, ჩაჰბარდა 2008 წლის 4 ივნისს (ს.ფ. 243), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 23 ივლისს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2008 წლის 4 ივლისს. მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის გზავნილზე არსებული სს “....” წარმომადგენელ ც. ჯ-ის ხელმოწერიდან ირკვევა, რომ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების ასლი ჩაიბარა 2008 წლის 24 ივნისს (ს.ფ. 236), ხოლო ც. ჯ-ის 2008 წლის 9 ივნისის განცხადების მიხედვით (ს.ფ. 241), ც. ჯ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების ასლის მისთვის გადაცემა, მაგრამ მან იქვე მიუთითა, რომ მისი აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი იყო ის, რომ ვერ ხერხდებოდა ხსენებული განჩინების ასლის გურჯაანის რაიონიდან მისთვის მიწოდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “....” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული ნაწილის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “....” საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს სს “....” საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.