საქმე №ა-5784-ა-9-2025
31 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 01.06.2017 წლიდან 01.10.2019 წლამდე სახელფასო დავალიანების ჯამში დარიცხული 39000 ლარის გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე.კ..“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე.კ..“-მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ე.კ..’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეების სახელფასო დავალიანების, ჯამში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა); მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები თანხის) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. სხვა ნაწილში ა.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა.ხ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით, ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2025 წლის 21 ოქტომბერს, ა.ხ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.ხ–ის განცხადების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ხ–ის განცხადება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებში მითითებული საფუძვლებითა და პროცედურით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
განცხადების განმხილველი სასამართლო, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ამოწმებს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ნორმის ამ დანაწესთაგან რომელიმეს დარღვევა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. გარდა ზემოაღნიშნულისა, რათა სასამართლომ განიხილოს განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზე ასევე უნდა გაირკვეს განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, განსჯადობის საკითხის სასამართლოს მიერ დადგენა და ზოგადად იმ საკითხის განსაზღვრა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში ასეთი სამართლებრივი მოცემულობა სახეზე არ არის, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით, ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ე.კ..’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეების სახელფასო დავალიანების, ჯამში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა); მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები თანხის) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. მოპასუხე შპს ,,ე.კ..’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. სხვა ნაწილში ა.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს (იხ.სუსგ Nა-6505-ა-38-2023 07.03.2024წ).
მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო ვერ ჩაითვლება განსჯად სასამართლოდ, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული განცხადება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ხ–ის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ხ–ის განცხადება განსჯადობის წესების დაუცველობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება განმცხადებლის შუამდგომლობას, საქმეთა გაერთიანების თაობაზე, ა.ხ–ის განცხადების განუხილველად დატოვების პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და შეაფასოს ამ განცხადებით მოთხოვნილი საპროცესო მოქმედებების დასაბუთება-საფუძვლიანობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ხ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2022 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
არჩილ კოჭლამაზაშვილი