Facebook Twitter

20 ნოემბერი 2025 წელი №ას-1350-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ს. წ–ნი, ქ. წ–ნი, კ. წ–ნი, ლ. წ–ნი, ანი წ–ნი, მ.ტ–ვი, გ.ტ–ვი

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ზ–ნი, ლ.ზ–ნი, მ.ზ–ნი, ს.ზ–ნი, ს.ზ–ნი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ზ–ნმა, ლ.ზ–ნმა, მ.ზ–ნმა, ს.ზ–ნმა და ს.ზ–ნმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ს. წ–ნის, ქ. წ–ნის, კ. წ–ნის, ლ. წ–ნის, ა. წ–ნის, მ.ტ–ვისა და გ.ტ–ვის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (ქ. თბილისში, ............., ს/კ .........) გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

2. ს. წ–ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: გ.ზ–ნის, ლ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნის და ს.ზ–ნის მიმართ და მოითხოვა, გადაცემოდა საკუთრებაში ქ. თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ, შენობა-ნაგებობა N1 (25,41 კვ.მ) და N2 (24,42 კვ.მ), გ.ზ–ნის, ლ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნისა და ს.ზ–ნისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 1934.74 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, ზემოაღნიშნული საქმეები ერთწარმოებად გაერთიანდა (გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი N 2/21680-20).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს. წ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გ.ზ–ნის, ლ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნის და ს.ზ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: ს. წ–ნის, ქ. წ–ნის, კ. წ–ნის, ლ. წ–ნის, ა.წ–ნის, მ.ტ–ვის და გ.ტ–ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარებაში გადაეცა მოსარჩელეებს. გაუქმდა ს. წ–ნის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინებით, ს. წ–ნის, ქ. წ–ნის, კ. წ–ნის, ლ. წ–ნის, ა. წ–ნის, მ.ტ–ვის და გ.ტ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. წ–ნმა, ქ. წ–ნმა, კ. წ–ნმა, ლ. წ–ნმა, ა. წ–ნმა, მ.ტ–ვმა და გ.ტ–ვმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო გ.ზ–ნის, ლ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნისა და ს.ზ–ნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით, გ.ზ–ნი, მ.ზ–ნი, ს.ზ–ნი და ს.ზ–ნი ცნობილი იქნენ გარდაცვლილი ლ.ზ–ნის უფლებამონაცვლეებად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

9. 2025 წლის 12 ნოემბერს მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. ს.უ.ს.გ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ - საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

12. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტი ხელმოწერილია მხარეთა წარმომადგენლების მიერ, კერძოდ: კასატორების (ს. წ–ნის, ქ. წ–ნის, კ. წ–ნის, ლ. წ–ნის, ა.წ–ნის, მ.ტ–ვის და გ.ტ–ვის) მხრიდან მორიგების აქტს ხელს აწერს - ნ.ო–ი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეების (გ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნის, ს.ზ–ნის) მხრიდან - ზ.ხ–ი. საქმეში წარმოდგენილია კასატორთა და მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ გაცემული მინდობილობები, რომელთა ძალითაც, დასახელებულ წარმომადგენლებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება წარმოადგინონ მხარეები ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. გარდა ამისა, კასატორმა - ს. წ–ნმა წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე მორიგების აქტის ყველა პირობას, აგრეთვე - ახალი მინდობილობა, რომელიც არეგულირებს მის წარმომადგენელზე (ნ.ო–ზე) გავრცელებული უფლებამოსილების მოქმედებას მოცემულ საქმეში. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს, ს. წ–ნის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით (საქმე N 2/2002-21) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს. ასევე, ს. წ–ნს უნდა დაუბრუნდეს ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ნ.ო–ის მიერ 2021 წლის 02 თებერვალს შეტანილი საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თანხა - 9700 ლარი.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტით, 284-ე-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორების: ს. წ–ნის, ქ. წ–ნის, კ. წ–ნის, ლ. წ–ნის, ა. წ–ნის, მ.ტ–ვის, გ.ტ–ვის, ასევე, მოწინააღმდეგე მხარეების: გ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნის და ს.ზ–ნის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. გ.ზ–ნი (პ/ნ .........), მ.ზ–ნი (პ/ნ ........), ს.ზ–ნი (პ/ნ ........) და ს.ზ–ნი (პ/ნ .........) კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან (ჩაბარებად ჩაითვლება განჩინების ხელზე ჩაბარება ან სასამართლოს მხრიდან სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება) 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ს. წ–ნის (პ/ნ .........) სასარგებლოდ და მისთვის გადასაცემად განათავსონ 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და ამის შესახებ წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინონ ს. წ–ნს (პ/ნ ........) ან მის წარმომადგენელ - ნ.ო–ს (პ/ნ .........) და გადასცენ მათ თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი ქვითრის დამოწმებული ასლი. დანარჩენ კასატორ მხარეებს: ქ. წ–ნს (პ/ნ .......), კ. წ–ნს (პ/ნ ........), ლ. წ–ნს (პ/ნ .........), ა. წ–ნს (პ/ნ ........), მ.ტ–ვსა (პ/ნ .......) და გ.ტ–ვს (პ/ნ .......) აღნიშნული თანხის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ და მოცემულ თანხას - 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, სრულად იღებს ს. წ–ნი.

2.2. ს. წ–ნი (პ/ნ .......), ქ. წ–ნი (პ/ნ ........), კ. წ–ნი (პ/ნ ........), ლ. წ–ნი (პ/ნ ..........), ა. წ–ნი (პ/ნ .........), მ.ტ–ვი (პ/ნ .......), გ.ტ–ვი (პ/ნ .........) კისრულობენ ვალდებულებას, რომ გ.ზ–ნის (პ/ნ ........), მ.ზ–ნის (პ/ნ ........), ს.ზ–ნის (პ/ნ .........) და ს.ზ–ნის (პ/ნ ..........) მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ამ მორიგების 1-ლი პუნქტის (წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტი) შესაბამისად თანხის განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სრულად გამოათავისუფლონ ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება (შემდგომში ასევე - უძრავი ქონება) (ს/კ .........., საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი სრულად, მათ შორის - ქ. თბილისი ...., შენობა N1-ში განთავსებული 25.41 კვ.მ. და შენობა ნაგებობა N 2-ში განთავსებული 24.42 კვ.მ. ფართები, საერთო ჯამში 49.83 კვ.მ).

2.3. ს. წ–ნი (პ/ნ ........), ქ. წ–ნი (პ/ნ ........), კ. წ–ნი (პ/ნ .........), ლ. წ–ნი (პ/ნ ........), ა.წ–ნი (პ/ნ .......), მ.ტ–ვი (პ/ნ ........) და გ.ტ–ვი (პ/ნ ..........) მორიგების აქტის მე-2 პუნქტში (წინამდებარე განჩინების 2.2. პუნქტი) მითითებულ უძრავ ქონებას სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემენ გ.ზ–ნს (პ/ნ .......), მ.ზ–ნს (პ/ნ ..........), ს.ზ–ნს (პ/ნ.......) და ს.ზ–ნს (პ/ნ .........), ერთობლივად ან რომელიმე მათგანს ან მათ წარმომადგენელს და უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის დღეს მხარეთა შორის სანოტარო წესით ხელი მოეწერება უძრავი ქონების (ს/კ ........, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი სრულად, მათ შორის - ქ. თბილისი ............ განთავსებული 25.41 კვ.მ. და შენობა ნაგებობა N2-ში განთავსებული 24.42 კვ.მ ფართები, საერთო ჯამში 49.83 კვ.მ) მიღება-ჩაბარების აქტს. უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების უფლება ენიჭება როგორც ერთობლივად ყველა მესაკუთრეს, ასევე, რომელიმე მათგანს დამოუკიდებლად ან მის წარმომადგენელს, რომელიც შემდგომ ხელს მოაწერს ფართის მიღება-ჩაბარების აქტს.

2.4. მორიგების აქტის მე-3 პუნქტით (წინამდებარე განჩინების 2.3. პუნქტი) განსაზღვრული წესით უძრავი ქონების მესაკუთრეთათვის გადასაცემად კასატორი მხარეები თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით ვალდებული არიან აცნობონ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ან მათ წარმომადგენელ - ზ.ხ–ს (პ/ნ .......) უძრავი ქონების გამოთავისუფლების შესახებ, წერილობით ან სატელეფონო საშუალებით და მოცემული შეტყობინებიდან სამი დღის ვადაში უძრავი ქონების მესაკუთრეები ერთობლივად ან რომელიმე მათგანი ვალდებული არიან თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით, გამოცხადდნენ უძრავი ქონების მისამართზე, ჩაიბარონ უძრავი ქონება და სანოტარო ბიუროში ხელი მოაწერონ უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტს.

2.5. უძრავი ქონების მესაკუთრეების მიერ ამ მორიგების აქტის მე-4 პუნქტით (წინამდებარე განჩინების 2.4. პუნქტი) გათვალისწინებული პროცედურის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კასატორი მხარეები მოახდენენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ქ. თბილისში, ......... N8ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ..........) შიდა სივრცის მდგომარეობის ფაქტის კონსტატაციას, რომლის ოქმსაც მხარეთა შეთანხმებით გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წინამდებარე განჩინების 2.4. პუნქტით განსაზღვრულ უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტს.

2.6. მორიგების აქტის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით (წინამდებარე განჩინების 2.1., 2.2., 2.3., 2.4. და 2.5. პუნქტები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ს. წ–ნი (პ/ნ .........) თავად ან წარმომდგენლის - ნ.ო–ის (პ/ნ .........) მეშვეობით, მიმართავს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და წარუდგენს განცხადებას საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 40 000 (ორმოციათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ს. წ–ნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნით და განცხადებას დაერთვება შემდეგი დოკუმენტები:

ა) Nას-1350-2022 საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას/ გადაწყვეტილებას წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ (დედანი);

ბ) გ.ზ–ნის (პ/ნ .....), მ.ზ–ნის (პ/ნ .......), ს.ზ–ნის (პ/ნ ........) და ს.ზ–ნის (პ/ნ ..........) მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 40 000 (ორმოციათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის განთავსების დოკუმენტი (დამოწმებული ასლი).

გ) უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, სანოტარო წესით გაფორმებული (დედანი) ან ფაქტის კონსტატაციის ოქმი (დედანი).

დ) ს. წ–ნის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ე) ს. წ–ნის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნებულება.

2.7. გ.ზ–ნის (პ/ნ ........), მ.ზ–ნის (პ/ნ ..........), ს.ზ–ნის (პ/ნ ......) და ს.ზ–ნის (პ/ნ ........) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1-ლი პუნქტით (ამ განჩინების 2.1. პუნქტი) განსაზღვრული ვადაში და განსაზღვრული წესით ს. წ–ნის (პ/ნ ........) სასარგებლოდ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ს. წ–ნს (პ/ნ ........) საკუთრებაში გადაეცემა თავის მიერვე დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისი ........... (ს/კ .........), შენობა N1-ში განთავსებულ 25.41 კვ.მ და შენობა ნაგებობა N2-ში განთავსებულ 24.42 კვ.მ ფართზე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 20 ივლისს მომზადებული N5004048720 დასკვნის დანართი N1 შესაბამისად, გ.ზ–ნის, მ.ზ–ნის, ს.ზ–ნისა და ს.ზ–ნისათვის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, რომლის გადახდა მოხდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანით, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, კერძოდ კი, მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.

2.8. მორიგების აქტის მე-7 პუნქტის (წინამდებარე განჩინების 2.7. პუნქტი) საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მესაკუთრეთა სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში შეტანის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ს. წ–ნის, ქ. თბილისში, .......... (ს/კ .......), შენობა N1-ში განთავსებული 25.41 კვ.მ და შენობა ნაგებობა N2-ში განთავსებული 24.42 კვ.მ. ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

2.9. ს. წ–ნის (პ/ნ ........), ქ. წ–ნის (პ/ნ .............), კ. წ–ნის (პ/ნ .........), ლ. წ–ნის (პ/ნ ........), ა. წ–ნის (პ/ნ ...........), მ.ტ–ვის (პ/ნ ......., გ.ტ–ვის (პ/ნ ........) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ფართის გამოთავისუფლებისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ს. წ–ნის (პ/ნ .........) სასარგებლოდ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაუბრუნდება გ.ზ–ნს (პ/ნ .......), მ.ზ–ნს (პ/ნ ........), ს.ზ–ნს (პ/ნ ..........) და ს.ზ–ნს (პ/ნ ........) და ს. წ–ნი (პ/ნ .......), ქ. წ–ნი (პ/ნ .......), კ. წ–ნი (პ/ნ .......), ლ. წ–ნი (პ/ნ ........), ა.წ–ნი (პ/ნ .........), მ.ტ–ვი (პ/ნ ......), გ.ტ–ვი (პ/ნ .......) ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ გამოათავისუფლონ მათ მიერ დაკავებული ყველა ფართი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ მესაკუთრეებს. ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეთათვის გადაცემასთან დაკავშირებით საკითხი მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი მოცემული პუნქტის აღსასრულებლად.

2.10. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე განჩინების მიღებიდან.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის №2/21680-20 გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის №2ბ/1206-22 განჩინება.

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება №ას-1350-2022 სამოქალაქო საქმეზე.

5. ს. წ–ნს (პ/ნ ........), ქ. წ–ნს (პ/ნ ..........), კ. წ–ნს (პ/ნ ........), ლ. წ–ნს (პ/ნ .......), ა. წ–ნს (პ/ნ ..........), მ.ტ–ვს (პ/ნ .........), გ.ტ–ვს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (საგადახდო დავალება: № 16224092624, გადახდის თარიღი: 28.02.2023წ, გადამხდელი: ნ.ო–ი (პ/ნ ......), გადამხდელის ბანკი: ს.ს. "ს. ბ–ი") შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით (საქმე N 2/2002-21) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ს.ს. „თ–სს“, შ.პ.ს. „თ.ე–ის“ და ს.ს. „ს–ს“ აეკრძალა საჯარო რეესტრში N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტა (ელ. ენერგია, წყალი, დასუფთავება, გაზი და ინტერნეტი), ს. წ–ნისა და მისი ოჯახის წევრებისათვის - ქ. წ–ნი, პ/ნ ......... (შვილი), კ. წ–ნი პ/ნ ......... (შვილი), ლ. წ–ნი პ/ნ ...... (შვილი), ა. წ–ნი პ/ნ .......... (შვილიშვილი), მ.ტ–ვი პ/ნ ....... (შვილიშვილი) და გ.ტ–ვი პ/ნ ....... (შვილიშვილი) - მისამართზე ქ. თბილისი, ........., ს/კ .......

7. ს. წ–ნს დაუბრუნდეს ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე (GE07TB756323602......) ნ.ო–ის მიერ 2021 წლის 02 თებერვალს შეტანილი თანხა 9700(ცხრაათასშვიდასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი: #4432412753. შეტანის დანიშნულება: საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თანხა 2934.75 ა.შ.შ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ბანკის კურსით)

8. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი