საქმე №ას-941-2025 18 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
კასატორი – დ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ბ–ი, ი.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – განქორწინება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.ბ–ის სარჩელი დ.ბ–ისა და ი.ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა ქორწინება დ.ბ–სა (პ/ნ .........., დაბადებული1965 წლის 28 აპრილს) და დ.ბ–ს (პ/ნ ......., დაბადებული 1966 წლის 11 მარტს) შორის, რეგისტრირებული 1985 წლის 16 მაისს თბილისში, ........ საბჭოს მიერ, აქტის ჩანაწერი №4; დ.ბ–ი (პ/ნ .........) ცნობილი იქნა, დ.ბ–ის (პ/ნ ..........) სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - „სუძუკი სვიფთ“, სანომრე ნიშანი - .........., გამოშვების წელი - 2003, შასი - HT51S802..., ფერი - ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა - AL9629076 - ½ ნაწილის მესაკუთრედ; დ.ბ–ის სარჩელი, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავ ქონებებზე თანამესაკუთრედ ცნობის და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა .
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდეგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით; ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით) და 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით. ხოლო, ამავე პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, დ.ბ–ის წარმომადგენელ ნ.ქ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ.ბ–ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ამ განჩინების მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში, კასატორს გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 4200 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, კასატორის წარმოამდგენელ ნ.ქ–ას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 31 ოქტომბერს ჩაბარდა მეუღლეს, გ.ქ–ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზი შეუვსებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდეგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით; ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით) და 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით. ხოლო, ამავე პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, დ.ბ–ის წარმომადგენელ ნ.ქ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ.ბ–ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ამ განჩინების მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში, კასატორს გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 4200 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, კასატორის წარმოამდგენელ ნ.ქ–ას (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.321-322) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 31 ოქტომბერს ჩაბარდა მეუღლეს, გ.ქ–ს (პირადი #..........).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 1 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 7 ნოემბერს - პარასკევს. ამ ვადის განმავლობაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი