საქმე №ა-5616-შ-124-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ.ა–ი (კ–ვა)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის რიზეს ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის N2025/467 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის თურქეთის რესპუბლიკის რიზეს ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის N2025/467 გადაწყვეტილებით ფ.ა-კ–ვა და ბ.ა–ი განქორწინდნენ.
2. ფ.ა–კ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. რუსეთის თურქეთის რესპუბლიკის რიზეს ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის N2025/467 გადაწყვეტილებით ფ.ა-კ–ვა და ბ.ა–ი განქორწინდნენ.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 31 ივლისს.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.ა–ის (პ.ნ. ......, დაბადების მოწმობაში მითითებული გვარი - კ–ვა) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის რიზეს ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის N2025/467 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს: განქორწინდნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ა–ი (კ–ვა), რეგისტრაციის ადგილი - გუბერნია: რიზე, რიზეს ცენტრალური ოლქი, უბანი/სოფელი: ჩ–ი, ტომი N7, სექცია N85, რეგისტრაციის რიგითი N40, უცხოელის პირადი N......, და ამავე მისამართზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის რიგითი N40) ბ.ა–ი, თურქეთის რესპუბლიკის პირადი N: 604......, დაბადებული 10/02/1994 წელს უსქუდარში, მამის სახელი: ი., დედის სახელი: ფ.;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი