საქმე №ას-1172-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ზ.....“, თ.ბ–ძე, ჯ.გ–ძე, დ.გ–ძე, შპს „ი.ჯ.გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ბ.ქ–უ“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებები
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნების სარეალიზაციოდ მიქცევა
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11 ივნისის განჩინებით: სს „ბ.ქ–უს“ წარმომადგენლის თ.თ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ი.ჯ.გ–ს“ (ს/ნ .........), შპს „ზ.....-ს“ (ს/ნ .........), თ.ბ–ძეს (პ/ნ .........), მ.მ–ს (პ/ნ 53001011317), თ.გ–ძეს (პ/ნ 61001067403), შ.გ–ძეს (პ/ნ 61004013000), დ.ჟ–ს (პ/ნ 61601093178), ჯ.გ–ძეს (პ/ნ 61004001385), გ.ა–ს (პ/ნ 01011047285), დ.გ–ძეს (პ/ნ 61004001609) და შპს „ი–ოს“ (ს/ნ 204557513) აეკრძალოთ მათ საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი და მოძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა: უძრავი ქონებები, რომელთა საკადასტრო კოდებია:01.13.04.016.002; 01.13.04.016.001; 01.14.13.004.007.07.06.049; 04.01.20.034; 01.14.14.003.041.01.666; 03.03.21.085.01.517; 05.23.28.002; 05.24.08.029.01.029; 20.42.02.234; 20.42.13.044; 20.42.02.492; 20.42.13.045; 20.42.04.391; 20.42.08.209; 20.42.08.007; 04.00.021;
2. მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: 2.2.1. ჯ.გ–ძის (პ/ნ 61004001385) 24.45%-იანი წილი შპს „ი - ს–ის“ (ს/ნ 245423395) კაპიტალში; 2.2.2. შპს „ი.ჯ.გ–ის“ (ს/ნ 204488937) კაპიტალის 100%-იანი წილი კერძოდ: გ.ა–ის (პ/ნ 01011047285) - 18%, ჯ.გ–ძის (პ/ნ 61004001385) 7% და შპს „ე.პ–ს“ (ს/ნ 405604430) 75%. 2.2.3. შ.გ–ძის (პ/ნ 61004013000) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება: - ერთი ცალი გერმანული წარმოების გამათბობელი ქვაბი 190 ლ. მოცულობის; - 47 წერტილში განთავსებული იტალიური წარმოების რადიატორი სექციური (6 სექცია - ერთ წერტილზე) ( 282 ერთეული); - კონდენციონერები BEKO 50 კვ.მ-ზე გათვლილი (44 ერთეული). (მოძრავი ქონებები მდებარეობს შ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ ქ. ქობულეთში, ......... არსებული სასტუმროს შენობაში); 2.2.4. დ.გ–ძის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება: - ერთი ცალი გერმანული წარმოების გამათბობელი ქვაბი 190 ლ. მოცულობის; - 22 წერტილში განთავსებული იტალიური წარმოების რადიატორი სექციური (10 სექცია - ერთ წერტილზე) (რაოდენობა 264); - კონდენციონერები SAMSUNG 50 კვ.მ-ზე გათვლილი (რაოდენობა 12). (მოძრავი ქონებები მდებარეობს დ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, .......... არსებულ საცხოვრებელ სახლში); 2.2.5. შპს „ი.ჯ.გ–ის“ (ს/ნ .......) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (მარცვლეულის მარაგები): - სოიოს ცერცვი - 1620,630 ტონა; - სოიოს შროტი - 3030,550 ტონა. (მდებარე: თბილისი, ...........); 2.2.6. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება MTSA მოდელი 33-26.5, გამოშვების წელი 1998, ფერი რუხი 3/8, ტიპი ცისტერნა ნახევარმისაბმელი, შასის ნომერი 4792, სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL 70885555, გაცემ3.7.ული 08.07.2016; 2.2.7. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა GENERAL TRAILERS, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი TF 34 CZ, გამოშვების წელი 2002, ფერი რუხი 2/8, ს.ნ. .........., სახელმწიფო ნომერი ........, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL1308712, გაცემული 25.11.2013; შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა MENCI, ტიპი ცისტერნა ნახევარმისაბმელი, მოდელი SL105, გამოშვების წელი 1999, ფერი რუხი 1/8, ს.ნ. ZA9SL11532DF......, სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL3586313, გაცემული 03.11.2014; 2.2.9. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა GENERAL TRAILERS, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი TF 34 CZ, გამოშვების წელი 2002, ფერი მწვანე 5/8, ს.ნ. VH1......, სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL1302738, გაცემული 25.11.2013; 2.2.10. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა GENERAL TRAILERS, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი TF 34 CZ, გამოშვების წელი 2001, ფერი მწვანე 5/8, ს.ნ. VH1TF34CZ......., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL1302742, გაცემული 25.11.2013; 2.2.11. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა GENERAL TRAILERS, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი TF 34 CZ, გამოშვების წელი 2000, ფერი მწვანე 5/8, ს.ნ. ........, სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL1302742, გაცემული 25.11.2013; 2.2.12. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, მოდელი XF105.510, გამოშვების წელი 2008, ფერი თეთრი, ტიპი უნაგირა საწევარი, ს.ნ. XLRTG47MSO......., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა TV0334762, გაცემული 03.05.2014; 2.2.13. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა LANGENDORF, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი SKA 335, გამოშვების წელი 2011, ფერი წითელი 5/8, ს.ნ. WLASKA33....., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1411349, გაცემული 17.01.2022; 2.2.14. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა OVA, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი TIPPER TRAILER ALU 5, გამოშვების წელი 2006, ფერი წითელი 5/8, ს.ნ. YA9221......, სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1415352, გაცემული 17.01.2022; 2.2.15. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა FLIEGL, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი DHKA390, გამოშვების წელი 2016, ფერი რუხი 7/8, ს.ნ. WFDFLT339........, სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1419351, გაცემული 17.01.2022; 2.2.16. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა FLIEGL, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი DHKA390, გამოშვების წელი 2016, ფერი თეთრი, ს.ნ. WFDFLT3390........, სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1411353, გაცემული 17.01.2022; 2.2.17. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა FLIEGL, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი DHKA390, გამოშვების წელი 2013, ფერი თეთრი, ს.ნ. WFDFLT3350........, სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1418354, გაცემული 17.01.2022; 2.2.18. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარა, მოდელი FT XF 105.460, გამოშვების წელი 2012, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS......, სახელმწიფო ნომერი ......JJ, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1415348, გაცემული 17.01.2022; 2.2.19. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარა, მოდელი XF 105.410, გამოშვების წელი 2010, ფერი ნარინჯისფერი 5/8, ს.ნ. XLRTG47MS0......., სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1419347, გაცემული 17.01.2022; 2.2.20. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარა, მოდელი FT XF 105.460, გამოშვების წელი 2012, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS0E......, სახელმწიფო ნომერი ...., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1412346, გაცემული 17.01.2022; 2.2.21. შპს „ი–ოს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარა, მოდელი FT XF 105.460, გამოშვების წელი 2012, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS0......, სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AQ1416345, გაცემული 17.01.2022; 2.2.22. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა GENERAL TRAILERS, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი SYY3CX742268, გამოშვების წელი 1999, ფერი რუხი 2/8, ს.ნ. VFNSYY3C....., სახელმწიფო ნომერი PP320, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2568421, გაცემული 26.06.2014; 2.2.23. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა KELBERG, მოდელი T30, გამოშვების წელი 2004, ფერი ლურჯი, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, ს.ნ. SKBT40S304A........., სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2565356, გაცემული 26.06.2014; 2.2.24. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FTG XF 105, გამოშვების წელი 2007, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS0E......, სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2566372, გაცემული 26.06.2014; 2.2.25. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FT XF 105, გამოშვების წელი 2008, ფერი წითელი 6/8, ს.ნ. XLRTG47MS0E785605, სახელმწიფო ნომერი IIW653, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560423, გაცემული 26.06.2014;,2.2.26. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FX 105.460, გამოშვების წელი 2007, ფერი მწვანე, ს.ნ. XLRTG47MS......., სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2562428, გაცემული 26.06.2014; 2.2.27. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FX 105.460, გამოშვების წელი 2007, ფერი ნარინჯისფერი 6/8, ს.ნ. XLRTG47MS0E......., სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2568343, გაცემული 26.06.2014; 2.2.28. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა,DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FTGXF 105, გამოშვების წელი 2007, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS0......., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560480, გაცემული 26.06.2014; 2.2.29. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა KELBERG, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი T40-3 105, გამოშვების წელი 2006, ფერი რუხი, ს.ნ. SKBT40B306K......, სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2565356, გაცემული 26.06.2014; 2.2.30. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა TRAILOR, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი SYY3CB, გამოშვების წელი 2000, ფერი რუხი, ს.ნ. YH1SYY3CBY......., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2563463, გაცემული 26.06.2014; 2.2.31. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FTGXF105, გამოშვების წელი 2007, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MSOE7....., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2564397, გაცემული 26.06.2014; 2.2.32. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FX105.510, გამოშვების წელი 2008, ფერი რუხი 1/8, ს.ნ. XLRTG4......, სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560430, გაცემული 26.06.2014; 2.2.33. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FTG XF 105, გამოშვების წელი 2007, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47MS....., სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560379, გაცემული 26.06.2014; 2.2.34. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი 105.460, გამოშვების წელი 2008, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTS47M........, სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560457, გაცემული 26.06.2014; 2.2.35. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა DAF, ტიპი უნაგირა საწევარი, მოდელი FTG XF 105, გამოშვების წელი 2007, ფერი თეთრი, ს.ნ. XLRTG47M......., სახელმწიფო ნომერი ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2566415, გაცემული 26.06.2014; 2.2.36. შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა KOGEL, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი SK 24, გამოშვების წელი 2003, ფერი რუხი 1/8, ს.ნ. WK0SKPP24......., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2567502, გაცემული 26.06.2014; 2.2.37 შპს „ი.ჯ.გ–ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა SCHMITZ, ტიპი თვითმცლელი ნახევარმისაბმელი, მოდელი SKI 24, გამოშვების წელი 2006, ფერი თეთრი, ს.ნ. WSK00000....., სახელმწიფო ნომერი ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL2560445, გაცემული 26.06.2014; 2.3. შპს „ი.ჯ.გ–ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები (მდებარე ქ. ფოთი, .........., ს.კ. ........): გენერატორი; მარცვლეულის საზღვაო კონტეინერი; 20 ტონიანი საზღვაო კონტეინერი; ასაწონი მოწყობილობა (3 კომპლექტი); ტერმინალის ტერიტორიის გარე განათება; ელექტრო ქვესადგური და ელექტროენერგიის მიწოდების ქსელი; 2000 ლიტრიანი ავზი (4 ცალი); გათბობის ქვაბი და საკვამური; ტერმინალის ტერიტორიაზე მისასვლელი რკინიგზის ლიანდაგი და შიდა დალიანდაგება; ელექტროძრავი; უწყვეტი მოქმედების ჯაჭვიანი კონვეირი; სასაწყობე ურიკა; ვენტილატორი; მარცვლეულის დახარისხების მანქანის (ელევატორის) ნაწილები; ტომრების შესაკერი ხელსაწყო; ბუნკერზე წამოსაცმელი მეშოკი (ბუნკერიდან მანქანამდე პროდუქციის გამტარი); ელევატორის ციცხვები; ამწე კალათა; რკინის ბორბალი (შვიკი); ტრანსფორმატორი; ერთციცხვიანი ფრონტალური სატრვირთელი L215-EU; მაღალი წნევის აპარატი (კელხერი); ავზი წყლის 300 ლიტრი; ავზი წყლის; შნეკი-მარცვლეულის დამტვირთავი დანადგარი; ავზი 500 ლიტრიანი, ორშრიანი; კუთხ. საჭრელი მანქანა; ელ. სასწორი ჰიპპო s 03*16 60 ტ,; ვაგონების პლომბების დასადები გირაგი (ტისკი); წყლის ტუმბო; საშრობი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის; სანთექნიკის უთო; მოწყობილობა მცენარეული ცხიმების მომზადებისთვის; მოწყობილობა (მცენარეული ცხიმების მომზადებისთვის) ნაწილები; მანქანა თესლების, მარცვლებისა და პარკოსანი კულტურის გასუფთავების დახარისხებისა და დაკა; დანადგარები მარცვლეულის გასუფთავებისთვის; საკვების მოსამზადებელი დანადგარი (ცხოველებისთვის); მარცვლეულის გასასუფთავებელი დანადგარის ნაწილები; მოწყობილობა (დაქუცმაცებისთვის ან დაფქვისთვის); ცხოველებისათვის საკვების მოსამზადებელი მანქანა; აირის რეგულატორი; ცხიმების და პროტეინების განმსაზღვრელი ლაბორატორიული ანალიზატორი; ტენიანობის საზომი ელექტრო ხელსაწყო; ჯაჭვი 200 მ. და ჯაჭვის ბოლტები; კბილანა თვალი ვარსკვლავა; სასწორი (მგრძნობელობით 0.5 გ ან მეტი); 1 000 ლიტრიანი ავზი; დამტვირთველი 18 D 7E; რკინის დანკრატი (წნეხი); 50 ტონიანი წყლის ავზი (დამონტაჟებული); ზეთის გასაფილტრი დანადგარი; ცვლადი დენის ძრავა; მოწყობილობა (ცხიმების მოსამზადებლად); ბუნკერული საწყობი.
3. სს „ბ.ქ–უს“ წარმომადგენლის თ.თ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ი.ჯ.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებებზე: მარცვლოვანი კულტურების შესანახი საწყობი (ოთხი სილოსი) - ქ. ფოთი, გამშვები ჯიხური და სარკინიგზო და საავტომობილო ჭიშკრები - ქ. ფოთი, ტერმინალის ტერიტორიის ღობე - ქ. ფოთი, ტერმინალის ტერიტორიის შიდა ღობე - ქ. ფოთი, სატელეფონო ხაზი, პლასტიკური ჯიხური, საყრდენი კედელი, ელევატორის ეზოს კეთილმოწყობა, წყალგაყვანილობის ქსელი, მანქანების დასაცლელი ბუნკერი, საწყობი, ჭაბურღილი, გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გაზგაყვანილობის ქსელი, სასაწყობე ფარდული, ობიექტის გაზიფიცირების სისტემა, გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენებაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა როგორც შპს „ზ.....“-მა, თ.ბ–ძემ, ჯ.გ–ძემ და დ.გ–ძემ, ასევე შპს „ი.ჯ.გ–მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ განჩინებით, შპს „ზ.....“-ის, თ.ბ–ძის, ჯ.გ–ძისა და დ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საქმე გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის საჩივრის დაუშვებლობის გამო საქმის ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივრებს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
12. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს.
13. პირველ საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში სს „ბ.ქ–უს“ წარმომადგენელი უთითებდა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მოპასუხემ განკარგოს თავისი კუთვნილი ზემოაღნიშნული ქონება, აღნიშნულის გამო კი სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს აღუსრულებელი.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, ვთქვათ, ქონების რეალიზაციის, ფულადი სახსრების განკარგვის გამო, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისგან.
15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებულ არგუმენტაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის შედავება მიმართულია დავის არსებითი განხილვისას შესაფასებელ გარემოებებზე, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების კვლევის ეტაპზე ვერ იქნება რელევანტური, შესაბამისად, საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების არსებობის შესაბამის გარემოებებზე. ამავდროულად, ცხადია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი აღსრულების შეუძლებლობისა და მოსარჩელისათვის იმგვარი ზიანის მიყენების საფრთხის დასაბუთებულ ვარაუდს დააფუძნა, რაც შესაძლებელია შემდგომში ვერ იყოს კომპენსირებული თუ კი სარჩელი დაკმაყოფილდება. ამ კუთხით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფორმა და ფარგლები ამ ეტაპზე ყველაზე პროპორციული და შესაბამისი ზომაა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის აღკვეთის მიზნით.
16. რაც შეეხება მეორე საჩივარს, დადგენილია, რომ შპს „ი.ჯ.გ–ის“ მიერ წარმოდგენილ საჩივარს სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 5 დღის ვადა არსებული ხარვეზის შესავსებად, განჩინების გადაცემიდან. სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინება, ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 21 ივლისს ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს ვ.გ–ს.
17. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო საჩივრის ავტორისთვის სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2025 წლის 22 ივლისიდან და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა 2025 წლის 28 ივლისს. რადგან ხარვეზი არ შევსებულა აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან საჩივარზე ხარვეზი ვერ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნული კი საკასაციო ეტაპზე მისი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ზ.....“-ის, თ.ბ–ძის, ჯ.გ–ძისა და დ.გ–ძის, ასევე შპს „ი.ჯ.გ–ის“ საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ძიმისტარაშვილი