Facebook Twitter

საქმე №ა-5066-შ-105-2025 11 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ღ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკა, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის (მზრუნველობის) დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 21 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა ლ.მ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება ეხება სამოქალაქო ქორწინების გაუქმებას, რომელიც დარეგისტრირდა 2011 წლის 10 მარტს ქ. სალონიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ლ.მ–სა და რ.ღ–ს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება მშობლის პასუხისმგებლობის ექსკლუზიურ განხორციელების მინიჭებას ლ.მ–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის მ-ე. ღ–ის მიმართ. ვინაიდან ლ.მ–ი არის საქართველოს მოქალაქე ესაჭიროება აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ლ.მ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. წარმოდგენილი გადაწყვეტილება ეხება სამოქალაქო ქორწინების გაუქმებას, რომელიც დარეგისტრირდა 2011 წლის 10 მარტს ქ. სალონიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ლ.მ–სა და რ.ღ–ს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება მშობლის პასუხისმგებლობის ექსკლუზიურ განხორციელების მინიჭებას ლ.მ–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის მ-ე. ღ–ის მიმართ.

6. შუამდგომლობაზე დართული ცნობით დგინდება, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ასევე, ირკვევა, რომ ლ.მ–ი, ისევ როგორც რ.ღ–ი, არიან საქართველოს მოქალაქეები.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

10. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილება, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე, რომლითაც შეწყდა ლ.მ–სა და რ.ღ–ს შორის ქორწინება და მშობლის პასუხისმგებლობის ექსკლუზიური განხორციელების უფლება მიენიჭა ლ.მ–ს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ლ.მ–სა და რ.ღ–ს შორის ქორწინება და მშობლის პასუხისმგებლობის ექსკლუზიური განხორციელების უფლება მიენიჭა ლ.მ–ს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი