Facebook Twitter

№ა-6620-შ-151-2025 11 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ბ–მა და თ.ბ–მა იშვილეს 2005 წლის 13 მაისს დაბადებული ლ.კ–ვა.

2025 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.კ–ვამ და მოითხოვა კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ.კ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ დ.ბ–მა და თ.ბ–მა იშვილეს 2005 წლის 13 მაისს დაბადებული ლ.კ–ვა. საქმის მასალებით დგინება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონერ ძალაში. ლ.კ–ვა არის საქართველოს მოქალაქე. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დ.ბ–მა და თ.ბ–მა იშვილეს 2005 წლის 13 მაისს დაბადებული ლ.კ–ვა, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ლ.კ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კვიპროსის, ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ბ–მა და თ.ბ–მა იშვილეს 2005 წლის 13 მაისს დაბადებული ლ.კ–ვა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი