12 დეკემბერი, 2025 წელი
საქმე№ა-6671-შ-152-2025 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ღ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ც–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №C/05/420166/FA RK 23 -1761) ზ.ც–ს (დაბადების ადგილი: საქართველო, თიანეთი, ..........; დაბადების თარიღი: 18.03.1976) და ქ.ღ–ს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 19.11.1988წ; საქართველოს მოქალაქე) შორის, 26.06.2012 წელს ქ. თბილისში შემდგარი ქორწინება შეწყდა.
2. 2025 წლის 05 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ქ.ღ–ის შუამდგომლობა ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №C/05/420166/FA RK 23 -1761) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
3. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ქ.ღ–მა და ზ.ც–მა ერთობლივი შეთანხმება წარუდგინეს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორი - ქ.ღ–ი არის საქართველოს მოქალაქე.
4. ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 21 ივლისიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ქ.ღ–ის შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. დადგენილია, რომ ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761) ზ.ც–ს (დაბადების ადგილი: საქართველო, თიანეთი, ..........; დაბადების თარიღი: 18.03.1976) და ქ.ღ–ს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 19.11.1988წ; საქართველოს მოქალაქე) შორის, 26.06.2012 წელს ქ. თბილისში შემდგარი ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2023 წლის 21 ივლისიდან.
9. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
13. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ღ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №C/05/420166/ FA RK 23-1761) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ნიდერლანდების, ქ. გელდერლანდის სასამართლოს საოჯახო და მოზარდთა სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №C/05/420166/ FA RK 23 -1761), რომლითაც შეწყდა 26.06.2012 წელს ქ. თბილისში რეგისტრირებული ქორწინება ზ.ც–ს და ქ.ღ–ს შორის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი