¹ბს-1151-1102(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ს-ის, გ. ხ-ის, ე. ხ-ის, ა. შ-ის, ა. მ-ის, ზ. ს-ის, პ. პ-ის, ბ. ც-ას, მ. კ-ის, თ. ვ-ის და მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 თებერვალს ზ. ს-მა, გ. ხ-ემ, ე. ხ-მა, ა. შ-მა, ა. მ-ემ, ზ. ს-მა, პ. პ-მა, ბ. ც-ამ და მ. კ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2006 წლის 24 თებერვალს ნ. ხ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2006 წლის 28 თებერვალს თ. ვ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2006 წლის 20 მარტს მ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ¹3/2156 ადმინისტრაციული საქმე თ. ვ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ¹3/2012 ადმინისტრაციულ საქმესთან, ზ. ს-ის, გ. მ-ის, ე. ხ-ის, ა. შ-ის, ა. მ-ის, ზ. ს-ის, პ. პ-ის, ბ. ც-ასა და მ. კ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ¹3/2451 მ. ა-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ¹3/2012 ადმინისტრაციულ საქმესთან, ზ. ს-ის, გ. ხ-ის, ე. ხ-ის, ა. შ-ის, ა. მ-ის, ზ. ს-ის, პ. პ-ის, ბ. ც-ასა და მ. კ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლის 8-9 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, ერთ ეტაპად გასაუბრების გზით, ჩატარდა საჯარო მოხელეთა ატესტაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე 2006 წლის 20 იანვრის ¹15-კ ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ატესტაცია ჩატარდა კანონით დადგენილი წესის უხეში დარღვევით და მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფით, რის გამოც მისი შედეგები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული ატესტაციის საფუძველზე გამოცემული 2006 წლის 20 იანვრის ¹15-კ ბრძანება.
მოსარჩელეებმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 და 2005 წლის 27 მაისის ¹363 ბრძანებების საფუძველზე დადგინდა საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესი, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა ტესტირების და გასაუბრების ჩატარების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა. კერძოდ, ატესტაციას დაქვემდებარებული პირისათვის ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნულის შესახებ მოხელეები გაფრთხილებულნი იყვნენ ნოემბრის თვეში. მათ ეცნობათ, რომ ატესტაცია ჩატარდებოდა 25 დეკემბერს. დანიშნულ დღეს ატესტაცია არ ჩატარებულა. იგი ჩატარდა 2006 წლის 8-9 იანვარს. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელეები განმეორებით უნდა გაეფრთხილებინათ და ეცნობებინათ მათთვის ატესტაციის ჩატარების თარიღის გადაწევის შესახებ. გასაუბრების თემატიკა (პროგრამა) არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, რაც შესაბამისი კანონის დარღვევას წარმოადგენდა. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიას განიხილავდა სამი დღის ვადაში, ეს ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ხუთ დღემდე, საქმის დიდი მოცულობისა და სირთულის გამო. მოსარჩელეებმა, გარდა ე. ხ-ისა და ბ. ც-ასი, წარადგინეს პრეტენზია. საპრეტენზიო კომისიამ მოსარჩელეების მიმართ გამოიყენა 5 დღიანი ვადა, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა და პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი, რაც დათარიღებული იყო 23 იანვრით, მაშინ როცა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცა 20 იანვარს.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ზემოხსენებული კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს სრულად და ამომწურავად, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ფირით. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ კომისია გაცემული პასუხებით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. ამის საწინააღმდეგოდ კი, საატესტაციო კომისიამ უარყოფითი შეფასება მისცა მათ პასუხებს. მათ მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებით მოპასუხემ დაარღვია როგორც მოქმედი კანონმდებლობა და კონსტიტუცია, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები. შესაბამისი დებულების თანახმად, საბაჟო დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა როგორც მოქმედი კანონმდებლობითა და კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით, რაც არ ასახულა საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაში. შრომის უფლება იყო ერთ-ერთი ფუძემდებლური და აღიარებული უფლება, რომელიც კონსტიტუციურ რანგში იყო აყვანილი.Aამ თვალსაზრისით, საგულისხმო იყო ,,ევროპის სოციალური ქარტია’’, რომელიც მიღებული იყო ევროსაბჭოს მიერ და სავალდებულო იყო მისი წევრი-სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსათვისაც.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-14 მუხლის შესაბამისად, ატესტაციის მიზანი იყო არა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება, არამედ მოხელის ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. საატესტაციო კომისიამ კი თვითმიზნად დაისახა მოხელეების უკანონო გათავისუფლება. იმავე ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო პერსონალურად, თითოეულ მოხელეზე ინდივიდუალურად ცალ-ცალკე, მოტივირებული დასკვნის სახით, რომელიც შეიტანებოდა საატესტაციო ფურცელში.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათთან მიმართებაში არანაირი მოტივირებული დასკვნა არ შემდგარა. შესაბამის სხდომის ოქმში უნდა ასახულიყო ჩატარებული ატესტაციების მსვლელობა, რაც მოსარჩელეთა შემთხვევაში არ მომხდარა, სხდომის ოქმი შედგენილ იქნა ზედაპირულად, მის საფუძველზე შეუძლებელი იყო მსჯელობა ჩატარებული ატესტაციის ობიექტურობასა და კანონიერებაზე. კომისიის მუშაობაში არ იყვნენ მიწვეულნი დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც პროფესიულ დონეზე შეაფასებდნენ მოხელეთა ცოდნას. აღნიშნული გამომდინარეობდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომელშიც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ კომისიის შემადგენლობაში მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ სპეციალისტები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო საატესტაციო კომისიამ არ გააკეთა ობიექტური დასკვნები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა უკანონო გათავისუფლებას. დაირღვა ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 98-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მოხელე თავისუფლდებოდა სამსახურიდან ანუ დაკავებული თანამდებობიდან ატესტაციის შედეგების გამო, თუკი მას არ სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დადგენილი იყო იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეს არ უმსჯელია სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე და არც სხვა თანამდებობები შეუთავაზებია. ასეთ შემთხვევაში, სამუშაოდან გათავისუფლება ატარებდა უკანონო ხასიათს. მოსარჩელეთა უკანონო გათავისუფლებაზე მიუთითებდა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-40 მუხლი, რომლის თანახმადაც, მოხელეს ატესტაციის ჩაბარებამდე ერთი თვით ადრე უნდა ცნობებოდა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეთათვის არავის არ უცნობებია მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც ასევე იყო კანონის დარღვევა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ადგენდა საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად, რასაც, მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მოკლებულნი იყვნენ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ოქმი ¹3-ის, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ოქმი ¹5-ის ბათილად ცნობა; მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა; სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა და ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთში”, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლის 8-9 იანვარს ჩატარდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საჯარო მოხელეთა ატესტაცია. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 იანვრის ¹15-კ ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანება, ,,საქართველოს ფინანსთაAსამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ”, ქვეპუნქტი, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 16 იანვრის ¹3 სხდომის ოქმი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 23 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის მიერ განხილულ იქნა პრეტენზიები ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი”, რომლის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა (პროგრამა) ქვეყნდებოდა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსA საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა”, რომელიც გამოქვეყენდა იმავე დღეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” ¹127-ში. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა დარღვეული არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებული პირისათვის ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ 2005 წლის ნოემბერში იმავე წლის 25 დეკემბერს დანიშნული ატესტაციის შესახებ. ატესტაცია დანიშნულ დღეს არ ჩატარებულა და იგი გადაიდო 2006 წლის 8-9 იანვრისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები განმეორებით უნდა გაეფრთხილებინათ და ეცნობებინათ მათთვის ატესტაციის თარიღის გადაწევის შესახებ. თვით მოსარჩელეთაA განმარტებით და ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ გაფრთხილება ატესტაციის ჩატარების შესახებ განხორციელდა 2005 წლის 7 ნოემბერს. ამდენად, ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობის დარღვევას. რაც შეეხება განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ განხორცილებულა განმეორებითი გაფრთხილება და არ უცნობებიათ მოსარჩელეთათვის ატესტაციის ჩატარების თარიღის გადაწევის შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ზოგადად, მოსალოდნელი ატესტაციის შესახებ გაფრთხილება არსებობდა, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები გამოცხადდნენ 2006 წლის იანვარში ჩატარებულ ატესტაციაზე, ადასტურებდა მოპასუხის პოზიციას. კონკრეტულად, ატესტაციის ჩატარების დღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მოსარჩელეთა სამუშაო ადგილას. 2006 წლის 16 იანვრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ¹3 სხდომის ოქმში მითითებული იყო, რომ კომისიის სხდომას ესწრებოდა მოწვეული პირი _ საბაჟო დეპარტამენტის თავჯდომარე ზ. ა-ე. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დარღვეულა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალისტის მოწვევას. მოსარჩელეთა განმარტებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის თანახმად, მოხელე თავისუფლდებოდა სამსახურიდან ან დაკავებული თანამდებობიდან ატესტაციის შედეგის გამო, თუკი მას არ სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დადგენილი იყო იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მათივე განმარტებით, მოპასუხეს არ უმსჯელია მოსარჩელეთა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ და არც სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ მათთვის.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა ატესტაციის შედეგების საფუძველზე ან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობად სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზებას, ამოღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში 2006 წლის 1 იანვრიდან. გამომდინარე აქედან, მოპასუხე არ იყო ვალდებული, შეეთავაზებინა მოსარჩელეთათვის სხვა შესაბამისი თანამდებობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოცემული საფუძველი ვერ იქნებოდა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹15-კ ბრძანება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულ იქნა 2006 წლის 20 იანვარს, ხოლო საპრეტენზიო კომისიის სხდომა ჩატარდა 2006 წლის 23 იანვარს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”. სასამართლომ მიიჩნია, სახეზე არ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონის არსებითი დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან გათავისუფლებული მუშაკის მოცემულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების წინაპირობას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-მა, გ. ხ-ემ, ე. ხ-მა, ა. შ-მა, ა. მ-ემ, ზ. ს-მა, პ. პ-მა, ბ. ც-ამ, მ. კ-ემ, თ. ვ-ემ, მ. ა-მა და ნ. ხ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი შეიცვალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. ხ-ას ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს-ის, გ. ხ-ის, ე. ხ-ის, ა. შ-ის, ა. მ-ის, ზ. ს-ის, პ. პ-ის, ბ. ც-ას, მ. კ-ის, თ. ვ-ის და მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და იმავე კოდექსის 390-ე მუხლის შესაბამისად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული საბაჟო “აღმოსავლეთის” ........ განყოფილებაში: ზ. ს-ი _ უფროსი ინსპექტორის, ზ. ს-ი _ უფროსი ინსპექტორის, პ. პ-ი _ მთავარი ინსპექტორის, ე. ხ-ი _ უფროსი ინსპექტორის, ა. მ-ე _ მთავარი ინსპექტორის, ბ. ც-ა _ ინსპექტორის, მ. კ-ე _ უფროსი ინსპექტორის, გ. ხ-ე _ უფროსი ინსპექტორის, ა. შ-ი _ მთავარი ინსპექტორის, თ. ვ-ე _ უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლებად, მ. ა-ი _ ....... განყოფილების უფროს სპეციალისტად; იმ გარემოებას, რომ ატესტაციას ექვემდებარებოდნენ და 2005 წლის ნოემბერში ისინი, როგორც ატესტაციას დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეები, ატესტაციის შედეგების საფუძველზე სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ, სადავოდ არ ხდიდნენ; ჩატარდა რა ატესტაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 16 იანვრის ¹3 ოქმის დანართის, საატესტაციო ფურცლებისა და საქმის სხვა მასალების თანახმად, კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელეები უნდა გათავისუფლებულიყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან; საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 23 იანვრის სხდომის გასაჩივრებული ¹5 ოქმი, რომლის თანახმად, აპელანტებს: ზ. ს-ს, ზ. ს-ს, თ. ვ-ეს, ა. მ-ეს, ა. შ-სა და პ. პ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 20 იანვრის ¹15-კ და ¹105-კ ბრძანებებით მოსარჩელეები “საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 16 იანვრის ¹3 და 14 თებერვლის ¹14 ოქმების საფუძველზე მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან; “საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის ატესტაცია იყო მისი პროფესიული ჩვევების, კვლიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება; “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის” მე-2 მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარებას ახორციელებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენლობაში შეიძლებოდა მოწვეული ყოფილიყვნენ სპეციალისტები. საქმის მასალების თანახმად, მოწვეულის სტატუსი გააჩნდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ზ. ა-ეს, ამასთან, მითითებული წესის თანახმად, იმპერატიულად არ იყო განსაზღვრული სპეციალისტის მოწვევა. მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ იქმნებოდა საპრეტენზიო კომისია, რომლის მიზანი იყო ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა; მე-16 მუხლის თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებული პირისათვის ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც. აქედან გამომდინარე, აპელანტების მითითება, რომ ატესტაცია არ ჩატარდა გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე ხელახლა უნდა გაეფრთხილებინათ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. იმავე წესის მე-17 მუხლის თანახმად, მოხელის ცოდნის შეფასება ხდებოდა ტესტირების ან გასაუბრების ფორმით. დადგენილი იყო, რომ აპელანტების შეფასება მოხდა გასაუბრების ფორმით, რაც დაფიქსირდა ვიდეოფირზე და შეფასება მოხდა აღნიშნულის თანახმად. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება განეკუთვნებოდა დისკრეციულ უფლებამოსილებას, აპელანტების მითითება კი, რომ წერილობით კითხვა-პასუხებში იყო უზუსტობები, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცებული იქნა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა”, რაც დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; აპელანტების მითითება იმის შესახებ, რომ პროგრამა გამოქვეყნებული არ იყო, საფუძველს იყო მოკლებული; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 35-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება იწერებოდა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე, რის გამოც აღნიშნული კომისია არ იყო ვალდებული, მოსარჩელეებზე დაეწერა დასკვნები; სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 იანვრის ¹15-კ ბრძანება გამოიცა საპრეტენზიო კომისიის სხდომის ჩატარებამდე, მაგრამ ასევე დაეთანხმა იმ პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ადგილი არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდებოდა ისეთ გარემოებათა არსებობა, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებათა არსებობა, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სწორი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-მა, გ. ხ-ემ, ე. ხ-მა, ა. შ-მა, ა. მ-ემ, ზ. ს-მა, პ. პ-მა, ბ. ც-ამ, მ. კ-ემ, თ. ვ-ემ და მ. ა-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები მიუთითებენ იმავე გარემოებებზე, რაზეც აღნიშნული ჰქონდათ სარჩელში და დამატებით განმარტავენ, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში დააყენეს შუამდგომლობა, რათა საქმის განხილვაში, კერძოდ, კითხვა-პასუხის გამოკვლევაში მონაწილეობა მიეღოთ სპეციალისტებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ მოხელეთა ცოდნის დონეს, მათ კვალიფიკაციასა და პროფესიულ ჩვევებს. სასამართლოებმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რის გამოც კვლავ ვერ დადგინდა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელზედაც კასატორები ამყარებდნენ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში პასუხი უნდა გასცეს ყველა სადავო საკითხს, უნდა დაადგინოს ყველა სადავო გარემოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ჩაითვლება დაუსაბუთებლად და შესაბამისად უკანონოდ. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის თანახმადაც, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლიც ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს ადგილი არ ჰქონია მითითებული ნორმით გათვალისწინებულ საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის მომენტიდან აკრძალულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 იანვრის ¹15-კ ბრძანება წინ უსწრებს საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ბადებს შეკითხვას იმის თაობაზე, რომ თუკი მოხდებოდა საპრეტენზიო კომისიის მიერ მოსარჩელეთა საჩივრების დაკმაყოფილება, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოპასუხე ადმინისტრაცია.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, არ არის დადგენილი ყველა სადავო ფაქტობრივი გარემოება და არ პასუხობს კანონმდებლობით სასამართლო გადაწყვეტილებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრისა და იმავე წლის 25 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ს-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 28 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ის, გ. ხ-ის, ე. ხ-ის, ა. შ-ის, ა. მ-ის, ზ. ს-ის, პ. პ-ის, ბ. ც-ას, მ. კ-ის, თ. ვ-ის და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.