Facebook Twitter

¹ბს-1154-1105(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 30 ივნისს ი. ქ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹35, ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის ¹3-7 და ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹265 დადგენილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹13 და ¹13ა-ში მდებარე ავტოფარეხისა და სავაჭრო ობიექტის დემონტაჟისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 22 160 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹35, ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის ¹3-7 და ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹265 დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ქ. ბათუმის მთავრობას დაეკისრა ი. ქ-ის სასარგებლოდ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹13-სა და ¹13-ში მდებარე ავტოფარეხისა და სავაჭრო ობიექტის დემონტაჟისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 22 160 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ქ-ემ და ქ. ბათუმის მერიამ.

ი. ქ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ქ. ბათუმის მერიისათვის 22 160 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ზიანის დაკისრების ნაწილში; ი. ქ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის მთავრობას დაეკისრა ი. ქ-ის სასარგებლოდ ქ. ბათუმში, ..... ქ. 13-სა და 13-ში მდებარე ავტოფარეხისა და სავაჭრო ობიექტის დემონტაჟისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9089 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების მიუთითებლობის გამო. შესაბამისად, ი. ქ-ეს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 10 იანვარს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ი. ქ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 18 იანვარს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ი. ქ-ეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 28 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.