Facebook Twitter
ბს-1156-1118(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ხ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 ოქტომბერს თ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სენაკის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ...-ის რაზმში ოფიცრის თანამდებობაზე. 2003 წლის 27 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიზიანა მარცხენა თვალი, რასაც ადასტურებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ...-ის რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე და შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ა. გ.-ა. აღნიშნულის გამო, მხედველობა მარცხენა თვალში დაკარგული ჰქონდა 100 %_ით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მიმართა თავის მკურნალ ექიმს, რომლის დასკვნა და პოლიკლინიკის 2005 წლის 16 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე 2005 წლის 19 აგვისტოს ...-ის ...-ის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა მისი შემოწმება და განესაზღვრა უვადოდ საერთო შესაძლებლობის შეზღუდვა. აღნიშნული ... ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას იმ ნაწილში, რომლითაც შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრა, როგორც საერთო დაავადება, არ დაეთანხმა მოსარჩელე და მიუთითა, რომ “სამედიცინო-სოციალური ექსპერიზის შესახებ” 2001 წლის 7 დეკემბრის ¹1172-I-ს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დაცვის საკითხს წყვეტდა სასამართლო. მოსარჩელის აზრით, ...-ის ...-ის საექსპერტო ბიურომ არ შეისწავლა არსებული მასალები და ამიტომაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და მისი დაზიანება საერთო დაავადებათა სტატუსით განსაზღვრა, მაშინ როდესაც, აღნიშნული დაავადება შრომითი დასახიჩრების სტატუსით უნდა განსაზღვრულიყო, მან მიუთითა ასევე ლეგიონის უფროსის 2003 წლის 2 სექტემბრის ¹415-პშ ბრძანებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებდნენ საგანგებო ლეგიონის ...-ის რაზმში. მოსარჩელემ მიუთითა “სამედიცინო-სოციალური ექსპერიზის შესახებ” 2001 წლის 7 დეკემბრის ¹1172-I-ს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, მე-6, მე-9 პუნქტებსა და მე-17 მუხლზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის ¹1/6 ბრძანებაზე “შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-5 მუხლზე და მოითხოვა ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს ¹48 შემოწმების აქტის 24.1 პუნქტისა და 14.2 პუნქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა, აგრეთვე, ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერის, სერია სსე-... ¹..., იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც შეიცავდა ჩანაწერს შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის შესახებ და მოითხოვა მისი, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტორის ყოფილი საგანგებო ლეგიონის ....-ის რაზმის (რომლის სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია) ოფიცრის, შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრა, როგორც ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებისას, რაც უთანაბრდებოდა სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრავმას.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ხ.-ს სარჩელი მოპასუხე ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს 2005 წოლის 19 აგვისტოს შემოწმების ¹48 აქტის 24.1 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო დასკვნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული; ბათილად იქნა ცნობილი ამავე პუნქტის 24.2 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი - “საერთო”; ბათილად იქნა ცნობილი ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი, სერია სსე-... ¹..., იმ ნაწილში, რომელიც შეიცავდა დასკვნას შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული და იმ ნაწილში, რომელიც შეიცავდა ჩანაწერს შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის შესახებ, როგორც საერთო; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, როგორც ოპერატიული მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ტრავმისა; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელე თ. ხ.-სთვის, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტორის ყოფილი საგანგებო ლეგიონის ...-ის რაზმის (რომლის სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია) ოფიცრისათვის, განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი, რომელიც მოსარჩელეს შრომითი დასახიჩრების მიღების შედეგად სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას გზაში მიადგა.
2006 წლის 12 მარტს სენაკის რაიონულ სასამრთლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 431-ე მუხლის საფუძველზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის ხელახალი განხილვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ იგი აღნიშნულ საქმეში მიწვეული უნდა ყოფილიყო მესამე პირად, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული, თუ იგი იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება და სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ... ექსპერტიზის ბიუროსათვის შემოწმების აქტში კონკრეტული ჩანაწერის განხორციელების დავალებით, მითითებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც გამოვიდა გადაწყვეტილება და 2007 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინება; ბათილად იქნა ცნობილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე გადაეცა სენაკის რაიონულ სასამართლოს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად. ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ხ.-ს სარჩელი მოპასუხე ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ...-ის ... ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების ¹48 აქტის 24.1 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო დასკვნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული; ბათილად იქნა ცნობილი ამავე პუნქტის 24.2 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი - “საერთო”; ბათილად იქნა ცნობილი ...-ის .... ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი, სერია სსე-... ¹..., იმ ნაწილში, რომელიც შეიცავდა დასკვნას შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული და იმ ნაწილში, რომელიც შეიცავდა ჩანაწერს შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის შესახებ, როგორც საერთო; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, როგორც ოპერატიული მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმისა; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელე თ. ხ.-სთვის, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყოფილი საგანგებო ლეგიონის ...-ის რაზმის (რომლის სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია) ოფიცრისათვის, განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი, რომელიც მოსარჩელეს შრომითი დასახიჩრების მიღების შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ხ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განამრტებულა კანონი, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებითად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, თ. ხ.-მ ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო თუ არა დაზიანება. საქმეში იყო მხოლოდ ...-ის რაზმის უფროსის მოადგილის _ ა. გ.-ს ახსნა-განმარტება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არადამაჯერებლად და ურთიერთგამომრიცხავად მიიჩნია. თ. ხ.-ს სხეულის დაზიანება არ იყო დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი მტკიცებულება ბრძანების ან სხვა დოკუმენტის სახით, რაც დაადასტურებდა, რომ თ. ხ.-ა და ა. გ.-ა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პაუხისმგებლობა არ დადგებოდა თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე, მოცემულ შემთხვევაში კი თ. ხ.-ს ზიანი არ იყო მიზეზობრივ კავშირში მის სამსახურებრივ-შრომით საქმიანობასთან, დაზიანება გამოწვეული იყო მისივე გაუფრთხილებელი მოქმედებით, რაც არ იყო დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ.-მ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 დეკემბრამდე;


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ.-ს საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.