ბს-1157-1119(კ-08) 25 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. კ-ის წარმომადგენლების _ ე. ბ-ასა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, აღნიშნული მუხლის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო ერთი ან ორივე მხარისათვის გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეემცირებინა მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენდა უტყუარ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და მას საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნული განჩინებით გ. კ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე, გ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ს (ქ. თბილისი, ....... ¹19, ოფისი 33) ჩაჰბარდა 2008 წლის 10 ნოემბერს, ხოლო გ. კ-ს (.......... ¹...... საპყრობილე) _ 2008 წლის 17 ნოემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, თუ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მხარის წარმომადგენელს, იგი მხარისთვისაც ჩაბარებულად ჩაითვლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება გ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 10 ნოემბერს და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა გ. კ-ს ამოეწურა 2008 წლის 17 ნოემბერს, თუმცა კასატორს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ტ. ჩ-მა წარმოადგინა 2008 წლის 18 ნოემბერს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამდენად, კასატორმა დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება გ. კ-ის წარმომადგენლების _ ე. ბ-ასა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, გ. კ-ის წარმომადგენლების _ ე. ბ-ასა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს გ. კ-ის წარმომადგენლების _ ე. ბ-ასა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;
2. გ. კ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.