საქმე №ა-3913-შ-100-2023
25 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - პ.ს–ი
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინების - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე - გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, პ.მ. ძე ს–ის სარჩელის მოთხოვნები ლ.ა. ასული ს–იას წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - დარჩა დაუკმაყოფილებელი; ლ.ა. ასული ს–იას საპასუხო სარჩელის მოთხოვნები პ.მ. ძე ს–ის წინააღმდეგ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - დაკმაყოფილდა; განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 16.11.2016 წ. და ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 21.05.2019 წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–იასთან ერთად.
2. ლ.ს–ამ 2023 წლის 19 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ლ.ს–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; პ.ს–ის აეკრძალა ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 16.11.2016წ.) და ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 21.05.2019წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით:
5.1. ლ.ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–იასთან ერთად;
5.3. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ლ.ს–ას შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ.ს–ას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გაჩინების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7. პ.ს–ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 6 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა, რადგან აღარ არსებობს შეზღუდვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ პაველ სვირკის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხების გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამრიგად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-იც.
9. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის XXIII თავით, რომლითაც უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს უზენაესმა სასამართლომაც, იმავე კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების საფუძველზე.
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
12. განსახილველ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 16.11.2016 წ. და ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 21.05.2019 წ. საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან ლ.ა. ასული ს–იასთან ერთად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ლ.ს–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; პ.ს–ის აეკრძალა ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 16.11.2016წ.) და ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 21.05.2019წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით: ლ.ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–იასთან ერთად. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ლ.ს–ას შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ.ს–ას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გაჩინების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
16. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის (იხ. სუსგ N ას-261-252-2012, 19.03.12 წ.).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–იას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–იასთან ერთად.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ.ს–ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს საბოლოო განჩინების აღსრულების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება არ ექვემდებარება აღსრულებას.
19. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. განსახილველ შემთხვევაში ლ.ს–ას შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებული განჩინება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ არ ექვემდებარება აღსრულებას, შესაბამისად უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პ.ს–ის აეკრძალა ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 16.11.2016წ.) და ვ.პ. ასული ს–იას (დაბ. 21.05.2019წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, გაუქმდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი