ბს-1167-1129(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 13 აგვისტოს ნ. ლ.-მა, ც. ქ.-მა, თ. ქ.-მა და პ. ქ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. კ.-ის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹43-ში მცხოვრები მოსარჩელეების მეზობლად _ ...-ს ქ. ¹43ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მოპასუხე მ. კ.-ს, რომელსაც მოსარჩელეებმა 2000 წლის 11 მაისს გარკვეული პირობებით მისცეს თანხმობა საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, კერძოდ, ც. ქ.-ის კუთვნილი ფართიდან მ. კ.-ის სახლამდე უნდა ყოფილიყო 18,6 მეტრი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ¹5 ოთახის კუთხიდან _ 18,35 მეტრი ნ. ლ.-ის ღობემდე და 18,1 მეტრი _ ჩრდილო-დასავლეთიდან, ნაგებობების კუთხიდან _ ც. ქ.-ის ღობემდე. სახლი უნდა აშენებულიყო იმგვარად, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ც. ქ.-ისა და ე. ლ.-ის მიმართ წლის მანძილზე მზის დახრის კუთხე და გადახურვა ყოფილიყო ალმაცერი, რათა არ ჩამოფარებოდა მზეს და არ დაეჩრდილა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი, ხედი კი არ უნდა გასულიყო მოსარჩელეთა ეზოში და მომიჯნავე კედელი უნდა ყოფილიყო ყრუ, ფანჯრების გარეშე. მოპასუხემ სახლის მშენებლობა დაიწყო შეთანხმებული პირობების დარღვევით, ხოლო ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა 2000 წლის 26 სექტემბერს ¹375 ბრძანებით დაამტკიცა მ. კ.-ის სახლის პროექტი, ქ. თბილისის მერიის არქმშენინსპექციამ კი 2002 წლის 25 მაისს მშენებლობის დაწყების ნებართვა. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული აქტები ეწინააღმდეგებოდა მათთან შეთანხმებულ პირობებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს არსებული პროექტის მიხედვით მშენებლობის წარმოების მოპასუხისთვის აკრძალვა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 26 სექტემბრის ¹375 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის არქმშენინსპექციის 2002 წლის 25 მაისის მშენებლობის დაწყების ნებართვის ბათილად ცნობა, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული ბრძანებისა და ნებართვის მოქმედების შეჩერება და მოპასუხე მ. კ.-სათვის დავის გადაწყვეტამდე მშენებლობის წარმოების აკრძალვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 ნოემბრის განჩინებით პ. ქ.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ.-ს, ც. ქ.-სა და თ. ქ.-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ლ.-მა და ც. ქ.-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განჩინებით ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ლ.-მა და ც. ქ.-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხე მ. კ.-სათვის მშენებლობის წარმოების აკრძალვის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ლ.-მა და ც. ქ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ლ.-ისა და ც. ქ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.