Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1171-1133(კ-08) 3 ნოემბერი, 2008წ. ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხრეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ბ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ ხელშეკრულების აღდგენის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბ. გ-მა 2007 წლის 25 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მიწის ფართზე ხელშეკრულების აღდგენის დავალება, ობიქტის საკუთრებაში დაკანონება და საკუთრების მოწმობის გაცემა.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვალს შეგებებული სარჩელით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა ბ. გ-თვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ფასის გადაუხდელი თანხისა და ჯარიმის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს შეგებებული სარჩელი. საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი ქონების მართვის გორის სამმართველოს მიერ 2004 წლის 10 მაისს გამოტანილი ბრძანება ¹...... ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, მოპასუხეს დაევალა აღედგინოს მოსარჩელეს ხელშეკრულება მიწის ფართის შესყიდვის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის7 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის წარმოების მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნებს; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინების ასლი ჩაბარდა 2008 წლის 2 ივნისს (ს.ფ. 70). შესაბამისად, მისთვის აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 3 ივნისს და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 3 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი. კასატორმა საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 11 ივლისს (ს.ფ. 80), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის გაგრძელება (აღდგენა), ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.