საქმე №ა-1099-შ-36-2026 14 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.დ.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.დ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.დ–სა და ო.დ–ს შორის, საქართველოში, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №01133004065) შეწყდა.
ვ.დ–ის წარმომადგენელმა ნ.ც–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 31 მარტს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ვ.დ–ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით ვ.დ–ის შუამდგომლობა უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ვ.დ.ის შუამდგომლობა უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.დ–სა და ო.დ–ს შორის, საქართველოში, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №01133004065) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 31 მარტს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ვ.დ–ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს უკრაინის ლვოვის ოლქის რადეხოვის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.დ–სა და ო.დ–ს შორის, საქართველოში, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №01133004065) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი