¹ბს-126-117(კ-07) 31 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა., მ., გ., დ., თ. მ-ებმა და ა. ვ-ემ სარჩელი აღძრეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის თ. ხ-ის, ე. შ-ის და თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 4-5/.
მ., გ., დ., თ. მ-ებმა და ა. ვ-ემ რაიონულ სასამრთლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ, მესამე პირების _ თ. ხ-ის და ე. შ-ის მონაწილეობით მოითხოვეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და უნებართვოდ გაკეთებული ღობის აღება /იხ.ს.ფ. 161-163/.
რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გ., მ., თ. მ-ების და ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ე. შ-ეს და თ. ხ-ს დაეკისრა მხარეებს შორის არსებული საერთო სარგებლობის მიწაზე მოწყობილი ღობის გაუქმება; მოსარჩელეთა მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ......... ქ. ¹40-შ0 მდებარე მიწის ნაკვეთზე 1996 წლის ჩანაწერის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ. ს.ფ. 213-214/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ., დ., თ., მ. მ-ებმა და ა. ვ-ემ, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 220-226/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შესაბამისად გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 359-364/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება /იხ. ს.ფ. 374-377/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ./.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ./.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის თ. ხ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობა, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, რამდენადაც მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის უსაფუძვლოა, რამდენადაც კასატორი აღნიშნულ მსჯელობას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, მაშინ, როცა საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ლიკვიდირებულია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს, ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა პირველი ინსტანციის წესით განსახილველად, აღნიშნული წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად უსწორობის გასწორების საფუძველს და არ გააჩნია მნიშვნელობა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მითითებული უსწორობა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.