ბს-13-13(კ-08) 22 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ “ ...... ამხანაგობა”
მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა “ ....... ამხანაგობამ” მოპასუხე ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანებით მას ჩამოერთვა საკუთრების უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების ბათილად ცნობა; აღნიშნული ბრძანების მოქმედების შეჩერება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; ყველა იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმება, რომლებიც ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერების გაუქმება; ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა “ ....... ამხანაგობის” სახელზე.
2007 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა “ ...... ამხანაგობამ” და მოპასუხედ, ქალაქ ბათუმის მერიასთან ერთად, მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეეცვალა სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაედიდებინა, ან შეემცირებინა სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ამცირებდა თავის მოთხოვნებს და აზუსტებდა სარჩელს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა მოპასუხის _ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების იმ ნაწილს, რომლითაც ბათილად გამოცხადდა ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹11 ადმინისტრაციული მოსმენის საოქმო ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები; ქ. ბათუმის მერიას არ ჰქონდა სამართლებრივი უფლება, მოეთხოვა მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი სახლის 10%-ის საცხოვრებელი ბინების სახით ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა.
მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლი გაუქმებული იყო და ამდენად, საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება, განეხორციელებინა მოსარჩელის სახელზე რიცხული ჩანაწერის გაუქმება; ამ სამართლებრივი გარემოების გამო, მოცემულ პროცესში მოპასუხის სახით უნდა ჩართულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური.
მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლზე და მოითხოვა: ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის (აბზაცის) ბათილობა, რომლითაც მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად გამოცხადდა ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹11 ადმინისტრაციული მოსმენის საოქმო ბრძანების პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივ სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1105 გადაწყვეტილების შესაბამისად, ....... ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაზე წითელი ხაზების გავლება “გლდანის” ტიპის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთის ფართის გათვალისწინებით; ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების მე-2-6 პუნქტების ბათილად ცნობა; ყველა იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმება, რომლებიც ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე იქნა განხორციელებული, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერების გაუქმება; ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით “ ....... ამხანაგობის” სახელზე აღრიცხვა; ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების (აბზაცები) უცვლელად დატოვება, რომლებითაც მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად გამოცხადდა ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹11 ადმინისტრაციული მოსმენის საოქმო ბრძანების მეორე და მესამე პუნქტები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით “ ...... ამხანაგობის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი და მე-2-6 პუნქტები; გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი და ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა “ ..... ამხანაგობის” სახელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 6 მარტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 17 აპრილს, 12.00 საათზე.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2008 წლის 20 მაისს, კასატორმა _ ქ. ბათუმის მერიამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და “ ...... ამხანაგობამ” საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება, რომელსაც დაურთეს მორიგების აქტი და აღნიშნეს, რომ ამ საქმეზე მხარეებს, ერთი მხრივ, ქ. ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ, ,, ..... ამხანაგობას” შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმდა მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, ხოლო ისინი, როგორც მხარეები, ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წარმოდგენილი მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. განმცხადებლები ითხოვენ მხარეთა შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცებას.
მხარეთა შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია ¹ბს-13-13(კ-08) ადმინისტრაციული საქმე ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის გამო, ....... ამხანაგობის მიმართ საქმეზე ........ ამხანაგობის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ყველა იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმების თაობაზე, რომელიც განხორციელდა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე, კერძოდ: საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ...... ამხანაგობის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე.
მხარეები, ერთი მხრივ, ,, ...... ამხანაგობა” და მეორე მხრივ, თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ ქ. ბათუმის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური შევთანხმდით და წინამდებარე მორიგების აქტს ვაფორმებთ შემდეგზე:
1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-13-13(კ-08) საქმეს დაამთავრებენ მორიგებით შემდეგი პირობებით:
1.1. ,, ...... ამხანაგობა” კისრულობს შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
1.1.1. ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სავალდებულოა ააშენოს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.
1.1.2. საცხოვრებელი სახლის საერთო საცხოვრებელი ფართის 10 (ათი)% საცხოვრებელი ბინების სახით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოსცეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმს. საანგარიშო საერთო ფართში არ გაითვალისწინება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საერთო ფართი და ნულოვანი სართულების საერთო ფართი.
1.1.3. თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის ფართის გადმოცემა უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; ბინის შიდა ტიხრები (შეთანხმებით); ელექტრო გაყვანილობა ბინაში; კედლის კონტურებისა და ტიხრების შელესვა და შეღებვა; ჩართული საკანალიზაციო ქსელები; იატაკის მოჭიმვა და ლამინატის დაგება (გარდა აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს ოთახებისა), მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები; ბინის შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი, სახურავი და ტერიტორიის კეთილმოწყობა;
1.1.4. მშენებლობა დაიწყოს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შევლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა და დაასრულოს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 36 თვისა. მშენებლობის დასრულება ნიშნავს საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანას.
1.1.5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია შეიტანოს ცვლილებები მაღლივი საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც არ იძლევა საფუძველს შესაბამისი სამსახურის მიერ პირველად შეთანხმებული პროექტის შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადასაცემი ფართის შემცირებისათვის.
1.1.6. მიწის ნაკვეთი არ დატვირთოს სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმდაგვარად, რითაც შეუძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება ან/და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
1.1.7. ,, ....... ამხანაგობა” უფლებამოსილია ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არსებული წესით კომერციული ბანკებიდან აიღოს მიზნობრივი კრედიტი და საჭიროებისას იპოთეკით დატვირთოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
1.1.8. თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ მოახდინოს ამხანაგობის ლიკვიდაცია.
1.1.9. ფორს-მაჟორულ სიტუაციად არ მოითხოვოს მისი ფინანსური სიძნელეების, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიერთობის გამო დამდგარი შედეგების აღიარება.
1.2. ქ. ბათუმის მერია კისრულობს შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
1.2.1. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სადავო ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იგი წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ,, ...... ამხანაგობაზე”.
1.2.2. 1.1.3. პუნქტის პირობების დაცვით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს საცხოვრებელი სახლის საერთო საცხოვრებელი ფართის 10 (ათი)% საცხოვრებელი ბინების სახით. საანგარიშო საერთო ფართში არ გაითვალისწინება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საერთო ფართი და ნულოვანი სართულების საერთო ფართი.
1.2.3. კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ან მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ხელი შეუწყოს ...... ამხანაგობას 1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში, რაც არ გულისხმობს თვითმმართველ ქ. ბათუმის ორგანოების ან მისი სტრუქტურული ერთეულების ვალდებულებას განახორციელონ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში რაიმე სახის ქონებრივი შენატანები.
1.3. განსაკუთრებული პირობები
1.3.1. “ ...... ამხანაგობა” ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესამე პირებზე განკარგვა ან/და მესამე პირზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლების მინიჭება მოახდინოს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენების და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ,, ..... ამხანაგობის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირის მიერ შესრულების პირობით (მათ შორის 1.4. პუნქტით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობისა და მოთხოვნათა უზრუნველყოფის პირობების მესამე პირის მიერ საკუთარ თავზე აღების პირობით), რაც ითვლება ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად.
1.3.2. ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტის შესაბამისად ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია _ ,,მიწის ნაკვეთის გასხვისება მესამე პირზე ან/და შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლების მინიჭება მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენების და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ........ ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირის მიერ შესრულების პირობით”.
1.3.3. 1.3.1. პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ..... ამხანაგობასა და მესამე პირს შორის დადებული ნებისმიერი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადასვლას მესამე პირზე ან/და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლებას ანიჭებს მესამე პირს, არ ათავისუფლებს მესამე პირს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენებისა და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ....... ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, რადგან წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
1.4. მხარეთა პასუხისმგებლობა და მოთხოვნათა უზრუნველყოფა:
1.4.1. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.1. პუნქტის დარღვევისას ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად. 1.1.1. პუნქტი დარღვეულად ჩაითვლება, თუ 1.1.4. პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის დასრულების ვადაში ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საერთოდ არ დაიწყება მშენებლობა.
1.4.2. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისას ...... ამხანაგობას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ,, ....... ამხანაგობის” მიერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.3. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.3. პუნქტების დარღვევისას ,, ....... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1.1.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ,, ........ ამხანაგობის” მიერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი ბინების თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადაცემის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.4. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.4. პუნქტის დარღვევისას ,, ....... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუ არ მომხდარა მხარეთა შეთანხმება მშენებლობის დაწყების ან დასრულების ვადების გაგრძელების თაობაზე.
1.4.5. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ,, ....... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% არსებული მდგომარეობის განმავლობაში ყოველ თითოეულ დღეზე, ხოლო თუ აღნიშნული გაგრძელდება სამ თვეზე მეტი ვადით ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.6. წინამდებარე მორიგების 1.3.1. პუნქტის დარღვევისას, როდესაც ხდება წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა, ,, ..... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საერთო ფასის ოდენობით, ხოლო მესამე პირთან დადებული გარიგების უსასყიდლობისას ან/და როდესაც მესამე პირს ენიჭება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლება, თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის წინამდებარე მორიგების აქტით ...... ამხანაგობის მიერ გადმოსაცემი (ასაშენებელი) საერთო ფართის საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.
1.5. დადასტურება და სხვა პირობები:
1.5.1. ქ. ბათუმის მერია ადასტურებს, რომ იგი თანახმაა ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ,, ..... ამხანაგობის” სახელზე.
1.5.2. ,, ....... ამხანაგობა” ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მის მიერ გამოვლენილ ნებას და მზადაა უზრუნველყოს საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული მიზნობრივი გამოყენება და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება;
1.5.3. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის რეგისტრაციის მიზნით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტი წარედგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს.
1.5.4. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება მხოლოდ ,, ....... ამხანაგობის” ან მესამე პირის მიერ ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენების შედეგად წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი (ასაშენებელი) ფართის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შემდეგ, თუ არ იქნება მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება შეზღუდვის უფრო ადრე გაუქმების თაობაზე;
1.5.5. “ ....... ამხანაგობის" მიერ მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, მშენებლობის ნებართვის აღებიდან ოთხი თვის ვადაში მხარეების მიერ მოხდება შეთანხმება წინამდებარე მორიგების აქტით თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი ბინების ზუსტი ადგილმდებარეობის (სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი და სხვა) განსაზღვრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს და აქვს იგივე იურიდიული ძალა.
1.5.6. წინამდებარე მორიგების აქტის 1.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის დასადგენად, თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ხდება პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. აუდიტორის ხარჯები ეკისრება დამრღვევ მხარეს.
1.5.7. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს.
2. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;
3. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
4. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
5. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;
6. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;
7. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
8. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;
9. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
10. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;
11. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოცემული საცხოვრებელი ბინების თვითმმართველ ქ. ბათუმზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით საჭირო გარიგებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებისათვის, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ გადაცემისა და ამ ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები ეკისრება ქ. ბათუმის მერიას.”
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ქ. ბათუმის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსა და “ ..... ამხანაგობას” შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებულ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 20 მაისს წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ხოლო იმავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. ბათუმის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსა და “ ..... ამხანაგობას” შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 20 მაისს წარმოდგენილი მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ქ. ბათუმის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსა და “ ....... ამხანაგობას” შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 20 მაისს წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია ¹ბს-13-13(კ-08) ადმინისტრაციული საქმე ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის გამო, ...... ამხანაგობის მიმართ საქმეზე ....... ამხანაგობის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ყველა იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმების თაობაზე, რომელიც განხორციელდა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე, კერძოდ: საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ....... ამხანაგობის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე.
მხარეები, ერთი მხრივ, ,, ....... ამხანაგობა” და მეორე მხრივ, თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ ქ. ბათუმის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური შევთანხმდით და წინამდებარე მორიგების აქტს ვაფორმებთ შემდეგზე:
1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-13-13(კ-08) საქმეს დაამთავრებენ მორიგებით შემდეგი პირობებით:
1.1. ,, ....... ამხანაგობა” კისრულობს შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
1.1.1. ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სავალდებულოა ააშენოს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.
1.1.2. საცხოვრებელი სახლის საერთო საცხოვრებელი ფართის 10 (ათი)% საცხოვრებელი ბინების სახით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოსცეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმს. საანგარიშო საერთო ფართში არ გაითვალისწინება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საერთო ფართი და ნულოვანი სართულების საერთო ფართი.
1.1.3. თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის ფართის გადმოცემა უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; ბინის შიდა ტიხრები (შეთანხმებით); ელექტრო გაყვანილობა ბინაში; კედლის კონტურებისა და ტიხრების შელესვა და შეღებვა; ჩართული საკანალიზაციო ქსელები; იატაკის მოჭიმვა და ლამინატის დაგება (გარდა აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს ოთახებისა), მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები; ბინის შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი, სახურავი და ტერიტორიის კეთილმოწყობა;
1.1.4. მშენებლობა დაიწყოს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შევლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა და დაასრულოს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 36 თვისა. მშენებლობის დასრულება ნიშნავს საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანას.
1.1.5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია შეიტანოს ცვლილებები მაღლივი საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც არ იძლევა საფუძველს შესაბამისი სამსახურის მიერ პირველად შეთანხმებული პროექტის შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადასაცემი ფართის შემცირებისათვის.
1.1.6. მიწის ნაკვეთი არ დატვირთოს სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმდაგვარად, რითაც შეუძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება ან/და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
1.1.7. ,, ..... ამხანაგობა” უფლებამოსილია ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არსებული წესით კომერციული ბანკებიდან აიღოს მიზნობრივი კრედიტი და საჭიროებისას იპოთეკით დატვირთოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
1.1.8. თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ მოახდინოს ამხანაგობის ლიკვიდაცია.
1.1.9. ფორს-მაჟორულ სიტუაციად არ მოითხოვოს მისი ფინანსური სიძნელეების, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიერთობის გამო დამდგარი შედეგების აღიარება.
1.2. ქ. ბათუმის მერია კისრულობს შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
1.2.1. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სადავო ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 16 აპრილის ¹319 ბრძანების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იგი წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ,, ..... ამხანაგობაზე”.
1.2.2. 1.1.3. პუნქტის პირობების დაცვით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს საცხოვრებელი სახლის საერთო საცხოვრებელი ფართის 10 (ათი)% საცხოვრებელი ბინების სახით. საანგარიშო საერთო ფართში არ გაითვალისწინება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საერთო ფართი და ნულოვანი სართულების საერთო ფართი.
1.2.3. კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ან მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ხელი შეუწყოს ....... ამხანაგობას 1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში, რაც არ გულისხმობს თვითმმართველ ქ. ბათუმის ორგანოების ან მისი სტრუქტურული ერთეულების ვალდებულებას განახორციელონ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში რაიმე სახის ქონებრივი შენატანები.
1.3. განსაკუთრებული პირობები
1.3.1. ...... ამხანაგობა” ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესამე პირებზე განკარგვა ან/და მესამე პირზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლების მინიჭება მოახდინოს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენების და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ,, ..... ამხანაგობის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირის მიერ შესრულების პირობით (მათ შორის 1.4. პუნქტით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობისა და მოთხოვნათა უზრუნველყოფის პირობების მესამე პირის მიერ საკუთარ თავზე აღების პირობით), რაც ითვლება ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად.
1.3.2. ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტის შესაბამისად ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია _ ,,მიწის ნაკვეთის გასხვისება მესამე პირზე ან/და შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლების მინიჭება მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენების და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ..... ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირის მიერ შესრულების პირობით”.
1.3.3. 1.3.1. პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ...... ამხანაგობისა და მესამე პირს შორის დადებული ნებისმიერი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადასვლას მესამე პირზე ან/და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლებას ანიჭებს მესამე პირს, არ ათავისუფლებს მესამე პირს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენებისა და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე ...... ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, რადგან წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
1.4. მხარეთა პასუხისმგებლობა და მოთხოვნათა უზრუნველყოფა:
1.4.1. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.1. პუნქტის დარღვევისას ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად. 1.1.1. პუნქტი დარღვეულად ჩაითვლება, თუ 1.1.4. პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის დასრულების ვადაში ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საერთოდ არ დაიწყება მშენებლობა.
1.4.2. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისას ..... ამხანაგობას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ,, ...... ამხანაგობის” მიერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.3. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.3. პუნქტების დარღვევისას ,, ..... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1.1.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ,, ..... ამხანაგობის” მიერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი ბინების თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადაცემის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.4. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.4. პუნქტის დარღვევისას ,, ...... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუ არ მომხდარა მხარეთა შეთანხმება მშენებლობის დაწყების ან დასრულების ვადების გაგრძელების თაობაზე.
1.4.5. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ,, ...... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% არსებული მდგომარეობის განმავლობაში ყოველ თითოეულ დღეზე, ხოლო თუ აღნიშნული გაგრძელდება სამ თვეზე მეტი ვადით ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად.
1.4.6. წინამდებარე მორიგების 1.3.1. პუნქტის დარღვევისას, როდესაც ხდება წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა, ,, ...... ამხანაგობას” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საერთო ფასის ოდენობით, ხოლო მესამე პირთან დადებული გარიგების უსასყიდლობისას ან/და როდესაც მესამე პირს ენიჭება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლება, თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის წინამდებარე მორიგების აქტით ...... ამხანაგობის მიერ გადმოსაცემი (ასაშენებელი) საერთო ფართის საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.
1.5. დადასტურება და სხვა პირობები:
1.5.1. ქ. ბათუმის მერია ადასტურებს, რომ იგი თანახმაა ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე 2160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ,, ...... ამხანაგობის” სახელზე.
1.5.2. ,, ...... ამხანაგობა” ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მის მიერ გამოვლენილ ნებას და მზადაა უზრუნველყოს საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული მიზნობრივი გამოყენება და თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება;
1.5.3. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის რეგისტრაციის მიზნით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტი წარედგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს.
1.5.4. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება მხოლოდ ,, ...... ამხანაგობის” ან მესამე პირის მიერ ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენების შედეგად წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადასაცემი (ასაშენებელი) ფართის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შემდეგ, თუ არ იქნება მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება შეზღუდვის უფრო ადრე გაუქმების თაობაზე;
1.5.5. “ ...... ამხანაგობის" მიერ მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, მშენებლობის ნებართვის აღებიდან ოთხი თვის ვადაში მხარეების მიერ მოხდება შეთანხმება წინამდებარე მორიგების აქტით თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი ბინების ზუსტი ადგილმდებარეობის (სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი და სხვა) განსაზღვრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს და აქვს იგივე იურიდიული ძალა.
1.5.6. წინამდებარე მორიგების აქტის 1.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის დასადგენად, თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ხდება პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. აუდიტორის ხარჯები ეკისრება დამრღვევ მხარეს.
1.5.7. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს.
2. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;
3. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
4. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
5. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;
6. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;
7. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
8. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;
9. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
10. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;
11. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოცემული საცხოვრებელი ბინების თვითმმართველ ქ. ბათუმზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით საჭირო გარიგებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებისათვის, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ გადაცემისა და ამ ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები ეკისრება ქ. ბათუმის მერიას.”
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.