Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1329-905(კ-05) 6 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ნ.-ის უფლებამონაცვლეების _ ვ. და ი. ნ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2005 წლის 26 სერქტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1329-905(კ-05) ჯ. ნ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), ასევე საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 179-180).

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 187-190).

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯ. ნ.-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა კასატორის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 199-201).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ჯ. ნ.-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა, ჯ. ნ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ვ. და ი. ნ.-ები, საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად გაგრძელებული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მითითებული განჩინების ჩაბარების დღიდან (იხ. ს.ფ. 212-215).

2008 წლის 10 აპრილს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 2008 წლის 10 მაისამდე (იხ. ს.ფ. 222).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 15 დღით (იხ. ს.ფ. 223-226).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ჯ. ნ.-ის უფლებამონაცვლეების _ ვ. და ი. ნ.-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 28 ოქტომბრის, 2008 წლის 25 მარტისა და 2008 წლის 11 აპრილის განჩინებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორებს გაეგზავნათ 2008 წლის 15 აპრილს. საქართველოს ფოსტის 2008 წლის 3 ივნისის ¹15-30-261/08 მომართვის თანახმად, კასატორების სახელზე გაგზავნილი საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინების ასლი მათთვის გადასაცემად ჩაჰბარდა კასატორების დედას ო.-ს 2008 წლის 18 აპრილს (იხ. ს.ფ. 233).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილი ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია გზავნილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. მითითებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განჩინება 2008 წლის 11 აპრილის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კასატორებისათვის, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორებმა ხარვეზი არ შეავსეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ნ.-ის უფლებამონაცვლეების _ ვ. და ი. ნ.-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ნ.-ის უფლებამონაცვლეების _ ვ. და ი. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.