Facebook Twitter

ბს-160-149(კ-07) 19 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ჯ-მ მოპასუხეების _ ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზუგდიდის რაიონის გამგეობისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ზუგდიდში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საკონკურსოდ გამოტანილ 240კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებულად გამოცხადდებოდა და აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა საკუთრებაში.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

გაზეთ “ზუგდიდის” 2003 წლის 6 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია დახურული ტიპის კონკურსისა და აუქციონის წესით ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მათ შორის, ზუგდიდში, .... ქ. ¹3-ში მდებარე 300კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. მოსარჩელემ საკონკურსო კომისიას წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2003 წლის 16 ოქტომბრის საოქმო დადგენილებით დამტკიცდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ ზუგდიდის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში და საკუთრებაში გადასაცემად 2003 წლის 6 სექტემბერს გამოცხადებული დახურული ტიპის აუქციონისა და კონკურსის შედეგები. ამავე დადგენილების მე-13 პუნქტით ზუგდიდში, ... ქ. ¹13-ში მდებარე კონკურსზე გამოტანილი 300 კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეების ვ. შ-ს, ნ. ჭ-სა და ც. ჯ-ს მიერ წარდგენილი საკონკურსო წინადადებები (ასაშენებელი ობიექტების პროექტები) განსახილველად და საუკეთესოს შესარჩევად გადაეცა რაიონის არქიტექტორთა საბჭოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2003 წლის 16 ოქტომბრის ¹2 საოქმო დადგენილების მე-13 პუნქტი და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების მე-11 პუნქტი კონკურსის მონაწილეების _ ვ. შ-ს, ნ. ჭ-ს, ც. ჯ-ს საკონკურსო წინადადებების არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ.

სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის დადგენილებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების მე-11 პუნქტი ... ქ. ¹13-ში მდებარე კონკურსზე გამოტანილი 300კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეების ვ. შ-ს, ნ. ჭ-სა და ც. ჯ-ს საკონკურსო წინადადებების არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ.

ც. ჯ-ს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დახურული ტიპის აუქციონსა და კონკურსში მონაწილეთა შორის გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კომისიის მიერ კონკურსში მონაწილეთა დალუქული კონვერტების გახსნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ... ქ. ¹13-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კონკურსის მიზნით საკუთრებაში გადაცემაზე შემოსული იყო ორი განცხადება, საიდანაც ერთი იყო მისი, ხოლო მეორე ვ. შ-ს განცხადება. ვ. შ-ა ერთი საკონკურსო წინადადებით პრეტენზიას აცხადებდა ორ ნაკვეთზე, რომლებიც საინფორმაციო ცნობაში გამოცხადებული იყო ცალ-ცალკე. ამის მიუხედავად, ვ. შ-ს განცხადება კონკურსიდან არ მოუხსნიათ და განსახილველად გადაეცა არქიტექტორთა საბჭოს (ს.ფ. 4-8).

მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ც. ჯ-მ აღნიშნული სარჩელით ერთხელ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომლის დასტურია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის ¹18 დადგენილებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილება 300კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მოსაპოვებლად კონკურსის მონაწილეების _ ვ. შ-ს, ნ. ჭ-ს და ც. ჯ-ს მიერ წარდგენილი საკონკურსო წინადადებების განსახილველად და საუკეთესოს შესარჩევად რაიონის არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ. ქალაქის განვითარების ახალი გეგმის არარსებობის და სადავო მიწის ნაკვეთის რიგი დარღვევებით კონკურსზე გატანის გამო ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის ¹17 დადგენილებით ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ამასთან დაკავშირებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 20 აგვისტოს ¹46 დადგენილების დანართის მე-9 პუნქტი ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ მიწის ფართობზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. ზუგდიდის რაიონის გამგეობას ც. ჯ-სათვის არ მოუთხოვია სხვა დამატებითი საბუთის და ინფორმაციის წარდგენა, ხოლო ადმინისტრაციულ აქტს რაიონის გამგეობა ვერ გამოსცემდა, ვინაიდან ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 31 მარტის ¹17 დადგენილებით ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და 2003 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებული სატენდერო კომისიის სხდომის განხილვისას ც. ჯ-ს საკონკურსო წინადადება არ იყო მიღებული. ის არ აკმაყოფილებდა კონკურსის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ ესკიზურ წინადადებებზე არ იყო მითითებული ობიექტის დანიშნულება და არ აკმაყოფილებდა ქალაქის დაგეგმარების მოთხოვნებს (ს.ფ. 33-34).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ზუგდიდის რაიონის გამგეობას დაევალა, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ზუგდიდში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საკონკურსოდ გამოტანილი 240კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამართულ კონკურსში ც. ჯ-ს გამარჯვებულად გამოცხადებისა და მისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული შენობის აღნაგობის უფლებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად დადგინდა 15 დღე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ჯ-ს მიერ წარმოდგენილი წინადადება იყო საუკეთესო, პასუხობდა კონკურსის პირობებს, კომისიის მიერ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული იყო ფასი 1100 ლარი, ც. ჯ-ს მიერ შემოთ-ბული წინადადებით ფასი არის 2200 ლარი. ამასთან, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უარს ამბობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და ეს ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს (ს.ფ. 58-61).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზუგდიდის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ც. ჯ-მ აღნიშნული სარჩელით ერთხელ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომლის დასტურია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის ¹18 დადგენილებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილება 300კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მოსაპოვებლად კონკურსის მონაწილეების _ ვ. შ-ს, ნ. ჭ-ს და ც. ჯ-ს მიერ წარდგენილი საკონკურსო წინადადებების განსახილველად და საუკეთესოს შესარჩევად რაიონის არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ. ქალაქის განვითარების ახალი გეგმის არარსებობის და სადავო მიწის ნაკვეთის რიგი დარღვევებით კონკურსზე გატანის გამო ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის ¹17 დადგენილებით ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ამასთან დაკავშირებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 20 აგვისტოს ¹46 დადგენილების დანართის მე-9 პუნქტი ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ მიწის ფართობზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. ზუგდიდის რაიონის გამგეობას ც. ჯ-სათვის არ მოუთხოვია სხვა დამატებითი საბუთის და ინფორმაციის წარდგენა, ხოლო ადმინისტრაციულ აქტს რაიონის გამგეობა ვერ გამოსცემდა, ვინაიდან ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 2004 წლის 31 მარტის ¹17 დადგენილებით ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და 2003 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებული სატენდერო კომისიის სხდომის განხილვისას ც. ჯ-ს საკონკურსო წინადადება არ იყო მიღებული. ის არ აკმაყოფილებდა კონკურსის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ ესკიზურ წინადადებებზე არ იყო მითითებული ობიექტის დანიშნულება და არ აკმაყოფილებდა ქალაქის დაგეგმარების მოთხოვნებს (ს.ფ. 63-64).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, ც. ჯ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

ზუგდიდის რაიონის გამგეობამ 2003 წელს გამოაცხადა კონკურსი ზუგდიდში, ... ქ. ¹3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 240კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საკონკურსო წინადადება შეიტანა ც. ჯ-მ. ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის სხდომის 2003 წლის 16 ოქტომბრის ¹2 ოქმის დადგენილებითი ნაწილის მე-13 პუნქტის მიხედვით, ... ქ. ¹3-ში მდებარე კონკურსზე გამოტანილი 300კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მოსაპოვებლად კონკურსის მონაწილეების _ ვ. შ-ს, ნ. ჭ-სა და ც. ჯ-ს მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები (ასაშენებელი ობიექტების პროექტები) განსახილველად და საუკეთესოს შესარჩევად გადაეცა რაიონის არქიტექტორთა საბჭოს.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილებით დამტკიცდა დასახელებული 2003 წლის 16 ოქტომბრის ოქმი.

ც. ჯ-ს სარჩელის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2003 წლის 16 ოქტომბრის ¹2 საოქმო დადგენილების მე-13 პუნქტი და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების მე-2 პუნქტი კონკურსში მონაწილეთა _ შ-ს, ჭ-ს, ჯ-ს საკონკურსო წინადადებების არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. გამოცხადებული იყო კონკურსი გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს კონკურსი გამოცხადებული იყო ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 20 აგვისტოს ¹46 დადგენილებით. ამ დადგენილების დანართის მე-9 ნომრად მითითებული იყო ... ქ. ¹3-ში მდებარე 240 და 60კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მარტის ¹17 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ქალაქის განვითარების ახალი გეგმის არარსებობისა და კომისიის ოქმში ჩამოთვლილ გარემოებათა გამო, ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ამასთან დაკავშირებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 20 აგვისტოს ¹46 დადგენილების დანართის მე-9 პუნქტი ... ქ. ¹13-ში მდებარე 300კვ.მ მიწის ფართობზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე. ... ქ. ¹3-ში მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვა მოხდა ქალაქის განვითარების ახალი გეგმის დამტკიცების შემდეგ. ამ დადგენილებამ საფუძველი გამოაცალა ც. ჯ-ს სარჩელს ... ქ. ¹3-ში მდებარე 240კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებულად გამოცხადებისა და ამ ნაკვეთის მის საკუთრებად გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 88-93).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ც. ჯ-ს სარჩელის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2003 წლის 16 ოქტომბრის ¹2 საოქმო დადგენილების მე-13 პუნქტი და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2003 წლის 5 ნოემბრის ¹58 დადგენილების მე-2 პუნქტი კონკურსში მონაწილეთა _ შ-ს, ჭ-ს, ჯ-ს საკონკურსო წინადადებების არქიტექტორთა საბჭოზე გადაცემის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილების საპირისპიროდ ზუგდიდის რაიონის გამგეობამ 2004 წლის 31 მარტს მიიღო გადაწყვეტილება “ქალაქის განვითარების ახალი გეგმის არარსებობის” მოტივით სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვების შესახებ, რისი უფლებაც მოპასუხეს არ გააჩნდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო შესაბამისი სამსახურის წინადადებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესისა და პირობების შესახებ, რომელსაც გადასცემს კომისიას და რომელიც ამის საფუძველზე ამზადებს საინფორმაციო პაკეტს. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამარჯვებული მონაწილის მიმართ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ის წესები და პირობები, რომელიც არ არის გათვალისწინებული საინფორმაციო პაკეტით. მის მიერ კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები შესრულდა, ამდენად, რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, კონკურსში გამარჯვებულად ცნობის შემდეგ დამატებით პირობად წამოეყენებინა ქალაქის განვითარების გეგმის არარსებობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესება და ამ საფუძვლით ადმინისტრაციული აქტის შეჩერება ან მის განხილვაზე უარის თქმა (ს.ფ. 99-100).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო წარმოებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.