¹ბს-162-151(კ-07) 1 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრისა და გ. ტ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 31 ოქტომბერს გ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ........... სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა მისი გამოცემის დღიდან; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ............ სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაეკისრება დათხოვნის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 77-ე, 79-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების 200 ლარის ოდენობით დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ¹7017 პ/შ ბრძანება, რომლითაც გ. ტ-ი გათავისუფლებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ......... სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, ხოლო აღნიშნულ ბრძანებას ხელს აწერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. ხსენებული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის .,,თ” ქვეპუნქტზე, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” ქვეპუნქტზე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ვ” ქვეპუნქტებზე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹20/6-3089 წერილსა და დასკვნაზე.
ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე და მოსარჩელე აღდგენილი უნდა ყოფილიყო სამსახურში შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანება იყო ადმინისტრაციული აქტი, დარღვეული იყო მისი გამოცემის ფორმა, რადგან შესრულებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, მასში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მიეთითა ადმინისტრაციული ორგანო (პირი), რომელმაც იგი გამოსცა _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მასზე გამოსახული იყო სახელმწიფო გერბი, რაც ადასტურებდა, რომ იგი გამოცემული იყო სახელმწიფო ორგანოს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მაგრამ მას ხელს აწერდა დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც აღნიშნულ სამართალურთიერთობაში არ შეიძლებოდა წარმოედგინა დასახელებული სამინისტრო. აქედან გამომდინარე, შეუსაბამო იყო ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს რეკვიზიტები იმავე აქტის შემსრულებელი და ხელმომწერი პირის რეკვიზიტებთან. შესაბამისად, დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ხოლო სადავო აქტი არ იყო კანონის საფუძველზე გამოცემული, დარღვეული იყო “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის 812-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მინისტრის წარმომადგენლობას სამართალურთიერთობებში დეპარტამენტის დირექტორის მიერ სპეციალური წარმომადგენლობითი აქტის გარეშე, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობდა.
მოსარჩელის მტკიცებით, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-20 და 21-ე მუხლები, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-7, მე-10 და მე-11 მუხლები, რაც იწვევდა სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილობას. სადავო ბრძანებით შეუძლებელი იყო დადგენილიყო, თუ რა დისციპლინური გადაცდომისთვის იყო გათავისუფლებული თანამდებობიდან მოსარჩელე და დათხოვნილი შს ორგანოებიდან. სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-60 მუხლის “კ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შს ორგანოებიდან დათხოვნა ხდებოდა დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატური დარღვევისთვის. სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული გადაცდომის სახე, დარღვეული იყო დისციპლინური სახდელის დადების ვადები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ. ტ-ის საქმესთან დაკავშირებით არ გახსნა ადმინისტრაციული წარმოება, გ. ტ-ს არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა თავი მოსალოდნელი გათავისუფლებისგან და მონაწილეობა მიეღო მისი საკითხის განხილვაში უშუალოდ ან წერილობით.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანება იყო დაუსაბუთებელი, მასში არ იყო მითითება იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები, დისციპლინური სასჯელის გამოყენებისას დაირღვა პროპორციულობის პრინციპი, რის გამოც ბრძანება არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ გარემოებებს და მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სასჯელი არაადეკვატური იყო რეალურად არსებულ ვითარებასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს .........-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან გ. ტ-ის გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანების არარა აქტად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანება გ. ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ მისი დაუსაბუთებლობის გამო და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელეს სხვა სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე გ. ტ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანების არარად აღიარების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მისი სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-3 პუნქტების გაუქმება, ხოლო მე-2 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივ გადაწყვეტილებაზე და ამავე კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; გ. ტ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი ახალი ინივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანების, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის .,,თ” ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის .,,ა” და ,,ვ” ქვეპუნქტების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ......... სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი გ. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის .,,დ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმებულიყო ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, ,,საჯარო სამასახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანება წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლებით დადგენილი წესით პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არ ყოფილა ის ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელმაც გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველი დავის შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება, აგრეთვე, 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გამოიტანა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევისა და მონაწილეობის გარეშე, ამდენად, ითვლებოდა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილების და 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სააპელაციო წესით სადავოდ არ გაუხდია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონიერ ძალაში იყო შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთA კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბერის ¹7017 პ/შ ბრძანება) და არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მისი აღიარების მოთხოვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით, მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ვ” ქვეპუნქტების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის ¹414 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის დებულებებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილი იყო 2005 წლის 11 ოქტომბერს გამოეცა ¹7017 პ/შ ბრძანება გ. ტ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹7017 პ/შ ბრძანება გ. ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ მისი დაუსაბუთებლობის გამო, კანონიერ ძალაში იყო შესული და ჩათვალა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილებულიყო გ. ტ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში _ მას უნდა ანაზღაურებოდა ხელფასი გათავისუფლების დღიდან სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდისათვის ახალი ინივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთA პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა სწორად შეფასებით უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს უფლება მიეცათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 2 მაისამდე.
2007 წლის 19 მარტს გ. ტ-მა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული საჩივარი არის დაუშვებელი.
2007 წლის 19 მარტსვე გ. ტ-მა უზენაეს სასამართლოში შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გ. ტ-ი უნდა აღედგინა წინანდელ სამსახურში, რადგან ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ტ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი; მხარეებს უფლება მიეცათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 2 მაისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და გ. ტ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო ზემოაღნიშნულ საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და გ. ტ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.