Facebook Twitter

ბს-179-175(კ-08) 17 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. და მ.- ც.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე /ჯ. ც.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების – მ. მ.-ის, ქ. ბათუმის რუსთაველის დასახლების ადმინისტრაციის, ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის – ლ. ჭ.-ს მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ჯ. ც.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების – მ. მ.-ის, ქ. ბათუმის რუსთაველის დასახლების ადმინისტრაციის, ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის – ლ. ჭ.-ს მიმართ, III პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – მ. ც.-ის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის გაუქმება /იხ. ტ.I, ს.ფ. 1-4/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; III პირს – მ. ც.-ის უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე /იხ. ტ.I, ს.ფ. 134-139/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და მ. ც.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ. ტ.I, ს.ფ. 146-149/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ჯ. და მ. ც.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება /იხ. ტ.II, ს.ფ. 77-81/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და მ. ც.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, ასევე მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას /იხ. ტ.II, ს.ფ. 101-103; 122-131/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ. ტ.II, ს.ფ. 134-135/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოპასუხის – მ. მ.-ის წარმომადგენლების რ. ბ.-ისა და თ. ჭ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც არ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის მნიშვნელოვანი საფუძვლები /იხ.ს.ფ. 149-150/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 134-135/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჯ. და მ. ც.-ების მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ არ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

კასატორებს ჯ. და მ. ც.-ებს დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101502)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორებს ჯ. და მ. ც.-ებს დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101502)

3. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.