Facebook Twitter

¹ბს-192-181(კ-07) 18 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,,....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა საქმეთა პალატის 17.11.06წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო პალატა გაეცნო სს ,,....” საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილევლად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.03.07წ. განჩინებით სს ,,....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საკასაციო საჩივარი შემოტანილია სს ,,...” წარმომადგენლის ჯ. დ-ის ხელმოწერით, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 396.2-ე და 440-ე მუხლის მოთხოვნებს. კასატორს ხარვეზის შესავსებად მიეცა 12.03.07წ. განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა. ამ ვადაში კასატორს უნდა წარმოედგინა ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთი ან უშუალოდ მისი მარწმუნებლის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, სათანადო ასლების დართვით, კასატორს უნდა გადაეხადა აგრეთვე სახელმწიფო ბაჟი განჩინებაში აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანით. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ სს ,,....” წარმომადგენელს ჯ. დ-ეს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 20.03.07წ., ხოლო სს ,,...” უარი განაცხადა განჩინების ჩაბარებაზე. სსსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა ური განაცხადა უწყების მიღებაზე, უწყება ჩაბარებულად ითვლება. სს ,,...” მითითებული ხარვეზი ვადაში არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად დარჩეს სს ,,....” საკასაციო საჩივარი;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.