Facebook Twitter
ბს-212-207(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა კ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 18 სექტემბერს კ. ხ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოცდო სამსახურის მიერ 2006 წლის 22 ივლისს გაცემული მართვის მოწმობის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 18 აგვისტოს ¹20/8-6/53 და 2006 წლის 5 სექტემბრის ¹20/8-4811 აქტების ბათილად ცნობა და საპატრულო პოლიციის საგამოცდო სამსახურის დავალდებულება ყველა კატეგორიის მითითებით ახალი მართვის მოწმობის დამზადების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 18 აგვისტოს ¹20/8-6/53 და 2006 წლის 5 სექტემბრის ¹20/8-4811 აქტები და საპატრულო პოლიციის საგამოცდო სამსახურს დაევალა კ. ხ.-ის სახელზე ახალი მართვის მოწმობის დამზადება ყველა კატეგორიის მითითებით (იხ. ს.ფ. 37-39).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 42-43).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (იხ. ს.ფ. 66-67).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 96-100).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ.-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 104-110).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით კ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 123-124).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს კ. ხ.-მ და საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ.
კ. ხ.-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შს მინისტრის 1098-ე ბრძანების განმარტებები, კერძოდ, ის, რომ განმარტებებში ცალ-ცალკეა მითითებული მძღოლის მოწმობები და მართვის მოწმობა. გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, რომ მოსარჩელე მეორე კლასის მძღოლია და მას მითითებული ბრძანების 28-ე მუხლის მიხედვით, ეკუთვნის ყველა კატეგორიის მითითება მართვის მოწმობაში. ამასთან, აღნიშნული მუხლით “E” კატეგორია წარმოადგენს პირველი კლასის მძღოლის კატეგორიას, რის გამოც მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიენიჭებინა ყველა კატეგორია, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.
კასატორის მოსაზრებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. ს.ფ. 127).
საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთი წინაპირობა.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კ. ხ.-ის მიერ წარდგენილი და შეცვლილი მართვის მოწმობები არ წარმოადგენს ძველი ნიმუშის მართვის მოწმობას, რადგან იგი არ ითვალისწინებდა მძღოლების კლასებად დაყოფას. ისინი წარმოადგენდნენ ერთიანი ნიმუშის მართვის მოწმობებს. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის ¹627 ბრძანების 6.7 მუხლით. ერთიანი ნიმუშის მართვის მოწმობა ითვალისწინებდა მძღოლთა დაყოფას არა კლასების, არამედ კატეგორიების მიხედვით. მასში აღნიშნული იყო ყველა ის კატეგორია, რაც გათვალისწინებულია დღეის მდგომარეობით მოქმედი თანამედროვე მართვის მოწმობებით და მათი შეცვლაც წარმოებს შესაცვლელად წარდგენილი მართვის მოწმობებში აღნიშნული ნებადამრთველი კატეგორიების იდენტურად. კერძოდ, კ. ხ.-მ შესაცვლელად წარადგინა ორი მართვის მოწმობა, რომელთაგან ერთი გაცემული იყო 1983 წელს და მძღოლს მინიჭებული ჰქონდა ჩ და კატეგორიები, ხოლო მეორე _ 1990 წელს და მინიჭებული ჰქონდა კატეგორია. შესაბამისად, 2006 წლის 22 ივლისს კ. ხ.-ის სახელზე გაიცა ახალი მართვის მოწმობა, სადაც აღინიშნა A, ჩ და კატეგორიები (იხ. ს.ფ. 128-131).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით კ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 123-124).
კასატორის _ კ. ხ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ კ. ხ.-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ კ. ხ.-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს კ. ხ.-ს დაუბურნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101502);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.