Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-22-22(კ-07) 15 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდივიდუალური მეწარმე “თ. ვ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2006 წლის 23 ივნისს თ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მაისის ¹00375 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 2006 წლის 31 მაისის ¹415 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, რომლითაც დაეკისრა ჯარიმის გადახდა 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1).

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 21).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება (ს.ფ. 26-27).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 47-52).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 56).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით თ. ვ-ს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება თ. ვ-ს ჩაბარდა 2007 წლის 20 თებერვალს, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 2 მარტისა, მიუხედავად ამისა, კასატორს _ ინდივიდუალურ მეწარმე თ. ვ-ს დღემდე არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური მეწარმე თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.