¹ბს-229-217(კს-კ-07) 16 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
Aადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
Mმაია ვაჩაძე(თავმჯდომარე),
Nნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 27 ივნისს ა. ს-ის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 20 თებერვლამდე ა. ს-ე მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს .......... განყოფილების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. 2003 წლის 20 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹41 კს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და ....... სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ, ორი თვის ვადით. ვინაიდან აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო და არ შეესაბამებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების მოთხოვნებს, ა. ს-ემ მიმართა სასამართლოს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრის საბაჟო დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ა. ს-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე.
2006 წლის 12 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ¹213-კ ბრძანებით ა. ს-ე აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუქნტ ,, .......-ის” მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, მაგრამ საკუთარი განცხადებით ა. ს-ე გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს ........ განყოფილების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას ა. ს-ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 463,13 ლარს. 2005 წლის 1 იანვრიდან მისი სამსახურში აღდგენის დროისათვის ,,საშტატო განრიგის” შესაბამისად, ,,აღმოსავლეთის” გამშვები პუნქტის _ ,, ......-ის” მთავარი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 600 ლარს. ,,შრომის კანონითა კოდექსის 207-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: ,,უკანონოდ დათხოვნის ან გადაყვანის შემთხვევაში, იძულებით გაცდნელი დროის ანაზღაურება შეუძლია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას მაშინაც, როცა არსებობს შრომითი დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ან დადგენილება”. მიუხედავად ა. ს-ის საბაჟო დეპარტამენტისადმი მიმართვისა მას იძულებითი განაცდური არ აუნაზღაურდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს ა. ს-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის 19 186 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 10875,11 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუქნტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის. მოცემულ საკითხზე კი, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემულია 2006 წლის 1 თებერვლის ¹ბს-1233-808 გადაწყვეტილება და თუ მოსარჩელეს პრეტენზია ჰქონდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მას მაშინვე უნდა გამოეყენებინა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და გაესაჩივრებინა.
აპელანტის განმარტებით, თუ მოსარჩელეს კანონიერად მიეკუთვნა იძულებითი განაცდური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი მაინც ვერ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან, 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. აღნიშნული საკითხიAასევე იყო დარეგულირებული 2005 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, დავალიანებები უნდა გასცეს საქათველოს ფინანსთა სამინისტრომ. მით უფრო, რომ ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, საბაჟო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არამართებულია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 1 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ საკასაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის საფუძველზე არ განიხილა ა. ს-ის გაზრდილი მოთხოვნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული უნდა მიეჩნია საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება, მაგრამ უზენაეს სასამართლოს არ აქვს მისი განხილვის პროცესუალური უფლებამოსილება. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლოს არ განუხილავს და მასზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობას.
ამასათან, სააპელაციო პალატის განმარტებით, იგი ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის და შესაბამისად, ხსენებული დავალიანებაც გასტუმრებული უნდა იქნეს ფინანსთა სამინისტროს მიერ, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორით დგინდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ა. ს-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა სახელშეკრულები, დელიქტური ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობებიდან. სააპეალციო პალატის განმარტებით, კი ა. ს-ესა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის არც ერთი ზემოაღნიშნულ შემთხვევა არ დასტურდება, შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრებაზე ვალდებულია ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისათავად არ წარმოშობს მის ვალდებულებას, აანაზღაუროს ა. ს-ის მიმართ არსებული დავალიანება.
ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტის) შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 23 მარტის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 13 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტმა) შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტის) შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტის) შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოს და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტის) შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საბაჟო დეპარტამენტის) შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.