Facebook Twitter

ბს-235-223(კ-07) 22 მარტი, 2007წ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ბ-ის, მ. წ-ის, დ. კ-ის, რ. კ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: საკასაციო საჩივარი შეტანილია განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ კასატორებს _ ნ. მ-ს, რ. კ-ს, თ. ბ-ს, მ. წ-სა და დ. კ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინების ასლები ჩაბარდათ შესაბამისად _ 24 იანვარს, 27 იანვარს, 31 იანვარს, 1 თებერვალსა და 2 თებერვალს (ს.ფ. 122-127). კასატორ დ. კ-ისათვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გზავნილი ყველაზე ბოლოს ჩაბარდა, აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2007 წლის 5 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი, ხოლო დანარჩენ კასატორთათვის _ უფრო ადრე. საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა სამშაბათს, 2007 წლის 6 მარტს (ს.ფ. 128), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის აღდგენა, ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა _ ნ. მ-მ, რ. კ-მ, თ. ბ-მა, მ. წ-მ და დ. კ-მ გაუშვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის, რ. კ-ის, თ. ბ-ის, მ. წ-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.