Facebook Twitter

¹ბს-244-231(კ-07) 5 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა პალატის 22.01.07წ. განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი არ უთითებდა რომელი კანონი გამოიყენა სასამართლომ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და რომელი კანონი განმარტა არასწორედ. კასატორს ხარვეზის შესავსებად მიეცა 26.03.07წ. განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღიანი ვადა. ამ ვადაში კასატორს უნდა წარმოედგინა სრულყოფილი საკასაციო საჩივარი. შპს ,,...-ს ფოსტის” 14.05.07წ. ¹15-30-84/1 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 28.03.07წ., მიუხედავად ამისა, კასატორს მითითებული ხარვეზი ვადაში არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე წარადგინოს დასაბუთებული საჩივარი. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლების (კასატორების) მიერ არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც ხარვეზის სახით მიეთითა საკასაციო სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად დარჩეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.