ბს-258-244(კ-07) 19 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს “რ...ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
მითითებული განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღად შეცდომითაა მითითებული “19 დეკემბერი” ნაცვლად “29 დეკემბრისა.”
ამასთან, ამავე განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-10 აბზაცში ნაცვლად სიტყვებისა: “2007 წლის 5 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “რ...მა,” შეცდომითაა მითითებული _ “2007 წლის 5 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “რ...მა.”
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება აკრეფილია კომპიუტერის საშუალებით, რა დროსაც არასწორად მიეთითა თარიღი.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღად მიეთითოს “29 დეკემბერი,” ხოლო ამავე განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-10 აბზაცში ნაცვლად სიტყვებისა “2007 წლის 5 მაისს,” მიეთითოს სიტყვები _ “2007 წლის 5 აპრილს.”
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებაში (საქმე ¹ბს-258-244(კ-07), შპს “რ...ის” საკასაციო საჩივართან დაკავშირებით) გასწორდეს დაშვებული უსწორობა და განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღად ნაცვლად “19 დეკემბრისა” მიეთითოს “29 დეკემბერი,” ხოლო ამავე განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-10 აბზაცში ნაცვლად სიტყვებისა: “2007 წლის 5 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “რ...მა,” მიეთითოს _ “2007 წლის 5 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “რ...მა.”
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.