Facebook Twitter

¹ბს-276-261(კ-07) 16 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 2 აგვისტოს მ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1996-2006 წლებში მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, საიდანაც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 21 იანვრის ¹15-კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე.

მოსარჩელის განმარტებით, რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" მიერ 2006 წლის 4 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, 1998-2003 წლებში გაუცემელი ხელფასის სახით წარმოქმნილმა დავალიანებამ შეადგინა 2700,3 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2 700,3 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელე მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-99-2000-2003 წლების სახელფასო დავალიანების _ 2 700,3 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის სისტემაში, საიდანაც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 21 იანვრის ¹15-კ ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.

საქმეში არსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" მიერ 2006 წლის 4 ივლისს ¹11-2396 გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საბაჟოO “აღმოსავლეთში" მ. რ-ის მუშაობის პერიოდში 1998-1999-2000-2003 წლების გაუცემელი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2700,3 ლარს.

2006 წლის 8 ნოემბერის ¹07-13/24723 წერილით დადასტურდა, რომ აღნიშნული დავალიანება არ არის დაფარული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 და 37-ე მუხლების საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დაფარა სახელფასო დავალიანებები იმის გამო, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იყო სეკვესტრირებული.

აპელანტის განმარტებით, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3,0 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანებები უნდა გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტის განმარტებით, ანალოგიურად რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი 2005 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ მ. რ-ე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის სისტემაში, საიდანაც საბაჟოO დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 21 იანვრის ¹15-კ ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" მიერ 2006 წლის 4 ივლისს ¹11-2396 გაცემული ცნობით დადგინდა, რომ საბაჟო “აღმოსავლეთში" მ. რ-ის მუშაობის პერიოდში 1998_1999_2000 და 2003 წლების გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2700.3 ლარს. 2006 წლის 8 ნოემბრის ¹07-13/24723 წერილით ასევე დადასტურდა დავალიანების სისწორე და ის გარემოება, რომ აღნიშნული დავალიანება არ დაფარულა.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და 37-ე მუხლების თანახმად, “მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დააკმაყოფილა სახელფასო დავალიანება იმის გამო, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული.

კასატორის განმარტებით, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად თანხა გამოყოფილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.

კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა 2006 წლის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-6, მე-8, მე-40 მუხლები, რომლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანების შესასრულებლად და, შესაბამისად, აღნიშნული დავალიანებების ანაზღაურება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.