Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-282-275(კ-08) 19 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი (საკასაციო საჩივარი) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. ამასთან, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.03.08წ. განჩინებით ლ. ჯ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ ლ. ჯ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ბოლნისის ფილიალის უფროსის ცნობიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 21.04.08წ. მიუხედავად ამისა, ლ. ჯ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 29.04.08წ. ოცდაოთხ საათამდე. უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ კონვერტზე, რომლითაც ლ. ჯ-ის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, გამოიგზავნა საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, დასმული ბეჭდიდან დგინდება, რომ კასატორმა ხარვეზის გომოსწორების მიზნით საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 30.04.08წ., რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, საქმეში დაცულია შეტყობინება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომელზეც ბოლნისის ფოსტაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.08წ. განჩინების შესვლის თარიღის აღმნიშვნელ ბეჭედზე მითითებულია 15.04.08წ. და ლ. ჯ-ის ხელმოწერის გასწვრივ მხარისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღის აღმნიშვნელ ადგილზე ასევე დასმულია 15.04.08წ. ფოსტის ბეჭედი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ლ. ჯ-ეს დაუბრუნდეს 29.04.08წ. (საიდენტ. კოდი ...... ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.