ბს-285-270(კ-07) 12 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 29 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-285-270(კ-07), სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე სსსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. ს.ფ. 78-80).
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა სპს “მ. ხ.-ს” დირექტორმა მ. ხ.-მ მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი /იხ. ს.ფ. 86-92/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის 200 ლარის გადასახდელად /იხ. ს.ფ. 93-96/.
საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განჩინება სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს რძალს ჩაჰბარდა გადასაცემად 2007 წლის 8 მაისს, მაგრამ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს სპს “მ. ხ.-ს” დირექტორს მ. ხ.-ს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, ხოლო 27 აპრილის განჩინებით გაუგრძელა საპროცესო ვადა 10 დღით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნილი 2007 წლის 27 აპრილის განჩინების ასლი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ჩაიბარა სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს რძალმა 2007 წლის 8 მაისს, შესაბამისად, სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება /იხ.ს.ფ. 99/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2007 წლის 18 მაისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს სპს “მ. ხ.-ს” დირექტორს მ. ხ.-ს სსსკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (მთაწმინდა-კრწანისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300033078, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ 220101222).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. კასატორს სპს “მ. ხ.-ს” დირექტორის მ. ხ.-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი სრულად;
3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.