Facebook Twitter
¹ბს-299-283(კ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ზ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.


საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 10 აპრილს ვ. მ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის საბინაო კომისიის 2000 წლის 11 აპრილის საოქმო დადგენილების და ტექბიუროს ჩანაწერის ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უარის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹140-ში მდებარე ¹28 ბინის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო რ. ზ.-ე (იხ. ს.ფ. 23-24).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის საბინაო კომისიის 2000 წლის 11 აპრილის ¹3 საოქმო დადგენილება მისი მიღების დღიდან ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹140-ში მდებარე ¹28 ბინის ნაწილში; გაუქმდა ტექბიუროს ჩანაწერი მითითებული ბინის მ. ზ.-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 29 მარტს გაცემული უარი და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹140-ში მდებარე ¹28 ბინის ვ. მ.-ის სახელზე რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 48-49).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ.-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე საქმეში მესამე პირად შუქრი ვარშანიძის ჩართვა (იხ. ს.ფ. 54-55).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით რ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 89-92).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 105; 123-124).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინებით რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 127-128).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის _ ვ. მ.-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რ. ზ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთი საფუძველი, კასატორი ვერ ასაბუთებს, სააპელაციო სასამართლომ რომელი საპროცესო ნორმა დაარღვია, რომელიც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე. ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არ არსებობს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. ს.ფ. 140-141).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 14 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 127-128).
კასატორის რ. ზ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ამასთან, კასატორს არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას საპროცესო ნორმების დარღვევაზე, მხოლოდ ზოგადად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლზე და ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ რ. ზ.-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ. ზ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.