Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-351-333(კ-07წ.) 31 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლოა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, (სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ გ. ღ-ისა და ფ. დ-ის მიმართ, მოპასუხეების გამოსახლების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 17 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-351-333(კ-07), გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივრისა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ გ. ღ-ის და ფ. დ-ის მიმართ, მოპასუხეების გამოსახლების თაობაზე /იხ.ს.ფ. 2-3/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. ასევე, საკასაციო საჩივარში არ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი, რამდენადაც კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, მაგრამ არ აკონკრეტებდა, მოითხოვდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას თუ საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი ყველა კასატორის მიერ. შესაბამისად, მხარეებს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრი კასაციის მიზეზისა და განაცხადის მითითებით განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში /იხ.ს.ფ. 98-100/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორების მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი სახით კასაციის განაცხადის მითითებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორებს _ გ. ღ-ეს, ფ. დ-ესა და ფ. ვ-ეს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ღ-ეს, ფ. დ-ესა და ფ. ვ-ეს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა 2007 წლის 25 აპრილს და ჩაჰბარდა 2007 წლის 7 მაისს /იხ.ს.ფ. 103/, წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის ხარვეზი მხარეების მიერ შევსებული იქნა ნაწილობრივ, თუმცა არასრულყოფილად, რამდენადაც კასატორებმა წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი სახით კასაციის განაცხადის მითითებით, მაგრამ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კასაციის მიზეზებს, დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 395-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) შესახებ, კერძოდ მითითებებს იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა; საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” მუხლი კასატორს ავალდებულებს საკასაციო სასამართლოს წარუდგინოს საკასაციო საჩივარი სამართლებრივი საფუძვლების აღნიშვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორების მიერ შესრულებული არ არის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორების _ გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მოტივაციას, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობის თაობაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით; საკასაციო საჩივარი ფაქტობრივად შეიცავს საქმის გარემოებების აღწერას, ამასთან კასატორების მიერ არ არის მითითებულ არცერთ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც დაარღვია, არასწორად განმარტა და არ გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, მე-12, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ღ-ის, ფ. დ-ისა და ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.