ბს-361-348(კ-08) 24 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. გ-ე
წარმომადგენელი _ ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორი (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში)
წარმომადგენელი _ ს. ფ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 იანვარს ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში წლების მანძილზე მუშაობდა ბუღალტრად. ფეხმძიმობისა და შემდეგ ბავშვის მდგომარეობის გამო, 2004 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, მოსარჩელის დედამ _ ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს _ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე ი. გ-ის დამატებითი უხელფასო შვებულების გაფორმების შესახებ. 2004 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) მიერ გამოიცა ¹47 განკარგულება, რომელიც არც მოსარჩელეს და არც მის რწმუნებულს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი შვილთან ერთად დროებით ცხოვრობდა რუსეთში, საიდანაც 2006 წლის 28 ოქტომბერს დეპორტირებულ იქნა. საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ, მოსარჩელემ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებით მისი შვებულების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 25 ივლისამდე, 2007 წლის 25 ივლისის ნაცვლად, ხოლო 2006 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) ¹140 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება, რის საფუძვლადაც მითითებული იყო მოსარჩელის მიერ უხელფასო შვებულების შესახებ განცხადების პირადად წარუდგენლობა და იმავე განცხადებაში დაშვებული ხარვეზები, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ დედამისი მოქმედებდა მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ამდენად, უფლება ჰქონდა მის ნაცვლად დაეწერა განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში საცხოვრებელი ადგილის მიუთითებლობა არ შეიძლებოდა ხარვეზად ჩათვლილიყო, ვინაიდან მოსარჩელის პირადი საქმე ყველა მონაცემით ინახებოდა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) აპარატში. იმავე რწმუნებულის ადმინისტრაციამ კი დაარღვია მოსარჩელის უფლება ბავშვის სამ წლამდე აღზრდისათვის უხელფასო შვებულებით სარგებლობის თაობაზე და მოსარჩელის სურვილის საწინააღმდეგოდ, ბავშვის სამ წლამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული შვებულება უკანონოდ შეუმცირა ორ წლამდე და შვებულების ბოლო ვადად დაუდგინა 2006 წლის 25 ივლისი, 2007 წლის 25 ივლისის ნაცვლად. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნულის თაობაზე არ იცოდა და შესაბამისად დადგენილ ვადაში არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბერს გამოსცა ¹118 განკარგულება, შრომის შინაგანაწესის დარღვევის გამო, ი. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹118 და 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულებების ბათილად ცნობა და 2004 წლის 1 დეკემბრიდან ბავშვის 3 წლის ასაკის მიღწევამდე შვილის მოსავლელად უხელფასო შვებულების მიცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹118 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2007 წლის 19 თებერვლის ¹11 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹118 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში.
მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) შესაგებელი წარადგინა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა “საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, ვინაიდან განცხადება, რომლის საფუძველზეც იქნა გამოცემული ზემოხსენებული აქტი, შეიცავდა ხარვეზს, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული განმცხადებლის მისამართი და იგი არ იყო ხელმოწერილი იმავე განმცხადებლის მიერ. ამასთან, არ იყო წარდგენილი განცხადებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი და ბავშვის დაბადების მოწმობა, რის გამოც ხსენებული განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების გამოცემის უფლება არ ჰქონდა.
შესაგებლის ავტორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც და აღნიშნა, რომ ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულება; სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანა და ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულების ვადის 2007 წლის 25 ივლისამდე განსაზღვრა დაევალა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ე მუშაობდა უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე. 2004 წლის 22 ნოემბერს ი. გ-ის დედამ _ ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე დამატებითი უხელფასო შვებულების მიცემის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა 2004 წლის 1 დეკემბერს გამოსცა ¹47 განკარგულება, რომლითაც ი. გ-ე უხელფასო შვებულებაში იქნა გაშვებული 2006 წლის 25 ივლისამდე. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულებით კი ბათილად იქნა ცნობილი მისივე 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ის სახელფასო დავალიანებები უწყისზე ხელმოწერით მიიღო მისმა დედამ _ ლ. გ-ემ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება ი. გ-ეს არ გაგზავნია.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის 24 ნოემბერს ახალციხის სანოტარო ბიუროს მიერ დამტკიცებული სანოტარო აქტით გამოიცა სპეციალური მინდობილობა, რომლის თანახმადაც ი. გ-ემ ლ. გ-ეს მიანდო უფლება, ეწარმოებინა მის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებთან დაკავშირებული მოქმედებები. შესაბამისად, ლ. გ-ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ი. გ-ის სახელით შეტანილი განცხადება უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე, უფლებამოსილი პირის მოქმედებად უნდა ჩათვლილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ ლ. გ-ეს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში არ წარუდგენია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი მოქმედებდა ხსენებული დოკუმენტის გარეშე, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულება მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი იყო ი. გ-ის ხელფასის უწყისებზე ლ. გ-ის ხელმოწერა, რაც ადასტურებდა ი. გ-ის მიერ ლ. გ-ის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ი. გ-ის განცხადებაში არ იყო მითითებული მისი საცხოვრებელი ადგილი, არ შეიძლებოდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესის დარღვევად ჩათვლილიყო. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების ბათილად ცნობა უკანონოდ მიიჩნია.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ უკანონოდ შეუზღუდა ი. გ-ეს ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულებით სარგებლობის პერიოდი, ვინაიდან მოსარჩელე სრულად ითხოვდა შვებულებას, რომელიც 2007 წლის 25 ივლისამდე პერიოდს მოიცავდა. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებით აღნიშნული პერიოდი შემცირდა 2006 წლის 25 ივლისამდე. ბავშვის სამი წლის ასაკამდე აღზრდის გამო უხელფასო შვებულების ოდენობას და პერიოდულობას იმპერატიულად განსაზღვრავდა მხოლოდ ბავშვის დედა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (2004 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია). ხსენებული მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების გარდა, ქალს და 159-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად, ეძლეოდათ დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდა სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორი (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილების შეტანა დაევალა და ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 27 ივლისამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა და მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სადავო გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულება და დამატებით აღნიშნა, რომ 2004 წლის 1 დეკემბრიდან ჩვილი ბავშვის მოვლის გამო 3-წლიანი უხელფასო დეკრეტული შვებულების მიცემის თაობაზე ი. გ-ის 2004 წლის 22 ნოემბრის ¹538 განცხადებით არ დგინდებოდა, რომ ლ. გ-ან ერთად იმავე განცხადებას ხელს არ აწერდა ი. გ-ე, აგრეთვე, არ დგინდებოდა, რომ ამ განცხადებაზე გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ი. გ-ეს. ამასთან, საქმეში არსებული სანოტარო აქტის (რეესტრში რეგისტრაციის ¹ტ-1-4660) თანახმად, 2003 წლის 24 ნოემბერს ი. გ-ემ ლ. გ-ეს მიანიჭა სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. რწმუნებულება გაიცა სამი წლის ვადით, 2006 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. ამდენად, 2004 წლის 22 ნოემბერს ი. გ-ის ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ლ. გ-ე უფლებამოსილი იყო, ზემოთ მითითებული განცხადებით მიემართა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულისათვის. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება, განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შეემოწმებინა განცხადების შესაბამისობა ამ კოდექსის 78-ე მუხლთან და მოეთხოვა განმცხადებლისაგან აუცილებელი დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაცია, განესაზღვრა ვადა მათ წარმოსადგენად და მხოლოდ აღნიშნულ ვადაში დამატებითი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, გამოეტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტმა ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 2004 წლის 22 ნოემბრის ¹538 განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შეამოწმა, დაადგინა ვადა და მოითხოვა განმცხადებლისგან დამატებითი დოკუმენტების (რწმუნებულების და ა.შ.) ან ინფორმაციის წარდგენა, ხოლო განმცხადებლის მიერ არ იქნა შესრულებული იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულებაში მითითებული გარემოება, რომ ხსენებული ¹538 განცხადება, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების გამოცემას, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ბათილად ცნობის წესი განსაზღვრული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულება არ იყო კანონსაწინააღმდეგო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბავშვის სამ წლამდე აღზრდის გამო უხელფასო შვებულების ოდენობასა და პერიოდულობას განსაზღვრავდა მხოლოდ ბავშვის დედა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (ძალადაკარგულ იქნა საქართველოს 05/25/2006 ¹3132 კანონით) 159-ე და 161-ე მუხლებით იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულება, სანამ ბავშვი არ გახდებოდა წლინახევრის; გარდა ამ შვებულებისა, ქალს თავისივე განცხადების საფუძველზე ეძლეოდა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ბავშვი მიაღწევდა სამი წლის ასაკს. შესაბამისად, განსაზღვრული იყო შვებულებების გამოანგარიშების პერიოდი, კერძოდ, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი მოიცავდა დროს, ვიდრე ბავშვი არ გახდებოდა წლინახევრის, ანუ 18 თვის პერიოდს, ხოლო დამატებითი უხელფასო შვებულების პერიოდი მოიცავდა დროს ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ბავშვი მიაღწევდა სამი წლის ასაკს, რაც ასევე გულისხმობდა, რომ დამატებითი უხელფასო შვებულების პერიოდი განსაზღვრული იყო წლინახევრის (18 თვის) ვადით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ი. გ-ე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2003 წლის 28 ნოემბრის ¹50 განკარგულების მიხედვით, იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში 2003 წლის 1 დეკემბრიდან ერთი წლის ვადით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება 2004 წლის 1 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ის შვილი _ მ. ი-ე დაიბადა 2004 წლის 6 სექტემბერს, ხოლო 2004 წლის 22 ნოემბრის განცხადების თანახმად, ი. გ-ე ითხოვდა 3-წლიან უხელფასო დეკრეტულ შვებულებას ბავშვის მოვლის გამო. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ განცხადებასთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოში განმცხადებელმა წარადგინა შვებულების გაანგარიშებისათვის სავალდებულო დოკუმენტები (ბავშვის დაბადების მოწმობა, საავადმყოფო ფურცელი და ა.შ.). ამ დოკუმენტების დართვის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა არც განცხადება. ამასთან, აპელანტმა დაადასტურა, რომ შესაბამისი დოკუმენტები იმავე რწმუნებულის აპარატში წარდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება სადავო შვებულების ვადის განსაზღვრის ნაწილში კანონიერი იყო. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანა და ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულების ვადის 2007 წლის 25 ივლისამდე განსაზღვრა დაევალა, იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული და გაუქმებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ი. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია იმპერატიულ მოთხოვნად, რომ მშობიარობის შემდეგ ქალს ჯერ უნდა ესარგებლა 18 თვიანი ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო შემდეგ ბავშვის 3 წლამდე ასაკის მიღწევამდე დამატებითი უხელფასო შვებულებით. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ნორმით დადგენილი იყო, რომ აღნიშნული შეღავათების გამოყენება დამოკიდებული იყო მხოლოდ დედის ნებაზე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 20 დეკემბრის ¹140 განკარგულების კანონიერების შემოწმებისას აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს დაშვებული დარღვევებისათვის მტკიცების ტვირთი კანონიერად იქნა დაკისრებული მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების მიმართ კი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი გადატანილ იქნა კასატორზე, რაც უკანონოა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა კანონი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე რწმუნებულს უფლება ჰქონდა, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლით მინიჭებული ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული დამატებით უხელფასო შვებულების პერიოდზე უფლება ი. გ-ის შეემცირებინა ბავშვის ორი წლის ასაკამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 12 ივნისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 ივლისს, 13.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა გასაჩივრებულ ნაწილში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილების შეტანა დაევალა და ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 27 ივლისამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი. გ-ემ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამდენად, ამ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებულ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ი. გ-ის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს _ აღნიშნული ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 1997 წლის 15 აგვისტოს ¹39ა განკარგულებით ი. გ-ე დაინიშნა ამავე რწმუნებულის აპარატის უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 41), ახალციხის სანოტარო ბიუროს მიერ დამტკიცებული 2003 წლის 24 ნოემბრის სანოტარო აქტით ი. გ-ემ დედამისს _ ლ. გ-ეს მიანდო უფლება, ეწარმოებინა მის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებთან დაკავშირებული მოქმედებები (ს.ფ. 9-10). 2004 წლის 22 ნოემბერს ი. გ-ის დედამ _ ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ი. გ-ის ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე უხელფასო 3-წლიანი დეკრეტული შვებულების მიცემის თაობაზე (ს.ფ. 19). საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბერს გამოსცა ¹47 განკარგულება, რომლითაც ამავე რწმუნებულის აპარატის მთავარ ბუღალტერ ი. გ-ეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოსავლელად მიეცა დამატებითი უხელფასო შვებულება 2006 წლის 25 ივლისამდე (ს.ფ. 15). საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹118 განკარგულებით, 2006 წლის 25 ივლისიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, დროებით არმყოფი მოხელე _ ი. გ-ე გათავისუფლდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან (ს.ფ. 14). ი. გ-ის შვილი _ მ. ი-ე დაიბადა 2004 წლის 25 ივლისს (ს.ფ. 22). საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2007 წლის 19 თებერვლის ¹11 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹118 განკარგულება, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამავე რწმუნებულის განკარგულება ი. გ-ის მთავარ ბუღალტრად დანიშვნის შესახებ, ისევე, როგორც მისი უფროსი ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ. 97). საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) 2007 წლის 26 მარტის ¹18 განკარგულებით ამავე რწმუნებულის აპარატის კანცელარიის უფროსს დაევალა ი. გ-ის შრომის წიგნაკში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება უფროსი ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ. 135).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულება სადავო შვებულების ვადის განსაზღვრის ნაწილში კანონიერია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია იმპერატიულ მოთხოვნად, რომ მშობიარობის შემდეგ ქალს ჯერ უნდა ესარგებლა 18-თვიანი ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო შემდეგ ბავშვის 3 წლამდე ასაკის მიღწევამდე _ დამატებითი უხელფასო შვებულებით, რადგან აღნიშნული ნორმით დადგენილი იყო, რომ ამ შეღავათების გამოყენება დამოკიდებული იყო მხოლოდ დედის ნებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (2004 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) 159-ე მუხლის (შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო) პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ქალს, სურვილისამებრ, თუ მას ჰქონდა არანაკლებ ერთი წლის მუშაობის საერთო სტაჟი, მიეცემოდა ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ ბავშვი წლინახევრისა გახდებოდა. ხსენებული კოდექსის 161-ე მუხლის (დამატებითი უხელფასო შვებულება დედებისათვის, რომლებსაც ჰყავდათ სამ წლამდე ასაკის ბავშვები) პირველი და მე-2-3 ნაწილების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების გარდა, ქალს და 159-ე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად, ეძლეოდათ დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდა სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა). ეს შვებულება შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვს შეუსრულდებოდა სამი წლის ასაკი. დამატებითი უხელფასო შვებულება ჩაითვლებოდა მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე, სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (2004 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმით ქალისათვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ბავშვის მოვლის გამო, ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულებით სარგებლობის თაობაზე, სანამ ბავშვი წლინახევრისა გახდებოდა, დამოკიდებული იყო ქალის სურვილზე. გარდა ამისა, აღნიშნული კოდექსის 161-ე მუხლში იმპერატიულად იყო განსაზღვრული ქალის უფლება, რომ ბავშვის მოვლის გამო ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების გარდა, ბავშვის სამი წლის ასაკამდე აღზრდის გამო, ბავშვის მოსავლელად ესარგებლა დამატებითი უხელფასო შვებულებით. აქედან გამომდინარე, ხსენებული დამატებითი უხელფასო შვებულების ხანგრძლივობისა და პერიოდულობის განსაზღვრა მთლიანად იყო დამოკიდებული ქალზე _ ბავშვის დედაზე, რომელსაც უფლება ჰქონდა, მის მიერ მითითებული შესაბამისი თარიღიდან ბავშვის მოსავლელად ესარგებლა დამატებითი უხელფასო შვებულებით ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულებით სარგებლობისათვის დადგენილი ვადის (სანამ ბავშვი წლინახევრისა გახდებოდა) გასვლამდეც, ვიდრე ბავშვი მიაღწევდა სამი წლის ასაკს, ხოლო იმ დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც ქალი მუშაობდა, არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო და თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა ქალის დამატებითი უხელფასო შვებულების ხანგრძლივობა და პერიოდულობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ შეუზღუდა ი. გ-ეს ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის გათვალისწინებული უხელფასო შვებულებით სარგებლობის პერიოდი, ვინაიდან მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით წარდგენილი 2004 წლის 22 ნოემბრის განცხადებით სრულად მოითხოვა ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე უხელფასო 3-წლიანი დეკრეტული შვებულების მიცემა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის შვილი _ მ. ი-ე დაიბადა 2004 წლის 25 ივლისს, აღნიშნული შვებულება მოიცავდა 2007 წლის 25 ივლისამდე პერიოდს და იგი ამ თარიღამდე უნდა გაგრძელებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებით კი აღნიშნული პერიოდი შემცირდა 2006 წლის 25 ივლისამდე, ანუ ერთი წლით. ამდენად, ი. გ-ის საკასაციო საჩივარი და მისი შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ამ მიმართებით ცვლილების შეტანის შესახებ, გამომდინარეობს იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებიდან და საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს _ გუბერნატორს (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულებაში შეიტანოს ნაწილობრივი ცვლილება და ი. გ-ის ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე აღზრდისათვის დამატებითი უხელფასო შვებულების ვადა განსაზღვროს 2007 წლის 25 ივლისამდე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.